ჯესი ჯეიმ აშშ–ში დაგეგმილი ტურნე და ევროპული კონცერტები მკერდის სიმსივნის ოპერაციამდე გააუქმა. „იმედგაცრუებული და სევდიანი ვარ,“ – ამბობს მომღერალი

მომღერალმა ოქტომბერში დაგეგმილი ევროპის კონცერტები მომავალი წლის აპრილისთვის გადადო.
ჯესი ჯეი 2025 წლის 11 მაისი, ლონდონი. ფოტო: ჯორდან პეტიტი/PA Images via Get
ჯესი ჯეი 2025 წლის 11 მაისი, ლონდონი.
ფოტო: ჯორდან პეტიტი/PA Images via Get

მკერდის სიმსივნის ოპერაციამდე ჯესი ჯეიმ აშშ-ში დაგეგმილი ტურნე გააუქმა, ხოლო ევროპული კონცერტები გადადო. მას ჯანმრთელობის პრობლემების გამო  ქირურგიული ჩარევა ხელმეორედ სჭირდება.

მომღერალმა ამის შესახებ 28 აგვისტოს ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა: „სამწუხაროდ, მეორე ოპერაცია უნდა გავიკეთო. სერიოზული არაფერია, მაგრამ წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს კი, სამწუხაროდ, ზუსტად ტურნეს შუა პერიოდს ემთხვევა. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, იმედგაცრუებული და სევდიანი ვარ, თუმცა უკეთესად უნდა გავხდე და გამოვჯანმრთელდე,” – განაცხადა ჯესი ჯეიმ.  

მომღერალმა ნოემბერში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა, ოქტომბერში ევროპაში დაგეგმილი კონცერტები კი 2026 წლის აპრილისთვის გადადო. 

ჯესი ჯეის ეს განცხადება ზუსტად სამი თვის შემდეგ გავრცელდა, მას მერე, რაც სინგლის, No Secrets-ის გამოსვლამდე ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ გაამხილა. მას მკერდის სიმსივნის ადრეული სტადია დაუდგინეს, ივლისში კი პირველი ოპერაცია ჩაიტარა. ექვსი კვირის შემდეგ ახალი სიმპტომებით, გარკვეული ინფექციის მიზეზით, კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ივლისში ჩატარებული ანალიზების მიხედვით, კიბოს უჯრედები არ გავრცელებულა, რის შესახებაც ჯესი ჯეიმ ემოციური ვიდეო ინსტაგრამზე  გააზიარა: „ეს სიხარულის ცრემლები რეალურია. მადლობა ლოცვისთვის, სიყვარულისთვის, თბილი სურვილებისა და იმ პოზიტიური ენერგიისთვის, რომელსაც თქვენგან ვიღებ,” – აღნიშნა მაშინ მომღერალმა. 

ნახეთ ჯესი ჯეის ახალი ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Radiohead 28 წლის წინ გამოშვებული სიმღერით Billboard-ის Hot 100-ის ჩარტში ბრუნდება

შემდეგი სტატია

სტინგს ყოფილმა ბენდის წევრებმა უჩივლეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი