Charli xcx-ის სიმღერა „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ეკრანიზაციის ტრეილერის საუნდტრეკია

ფილმში მუსიკოსის სხვა სიმღერებიც გაიჟღერებს.
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი.
რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ყველაფერი ნამდვილად რომანტიკულია „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ემერალდ ფენელისეული ეკრანიზაციის ტრეილერში, რომლის საუნდტრეკიც Charli xcx-ის მუსიკაა. 

გავრცელებულ ტრეილერში მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ემილი ბრონტეს საკულტო რომანის პერსონაჟებს, კეთრინსა და ჰითკლიფს განასახიერებენ. კადრებს კი ფონად ბრიტანელი პოპვარსკვლავის ალბომის, Brat-ის სიმღერა Everything Is Romantic გასდევს. 

ტრეილერში მაყურებელი პირველად ხედავს ახალი ეკრანიზაციის კადრებს, რომლის გამოსვლაც ვალენტინობის დღესაა დაგეგმილი.

ვიდეო საკუთარ სოციალურ გვერდზე თავად Charli xcx-მაც გამოაქვეყნა და გაამხილა, რომ Everything Is Romantic არ არის მისი ერთადერთი სიმღერა, რომელიც ფილმში გაიჟღერებს. „ჩემ მიერ შექმნილი ახალი ორიგინალური სიმღერები ემერალდ ფენელის „ქარიშხლიანი უღელტეხილისთვის”, რომელშიც მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი თამაშობენ,” – დაწერა ჩარლიმ. „14 თებერვალს კინოთეატრებში. წინასწარ გილოცავთ ვალენტინობას.”

„ქარიშხლიანი უღელტეხილი” ბოლო ფილმია, რომელზეც ჩარლიმ წარმატებული 2024 წლის შემდეგ იმუშავა, როცა Billboard 200-ის მესამე ადგილის მფლობელი ალბომი Brat გამოსცა. მუსიკოსი მანამდე გამოჩნდა ფილმებში Erupcja და 100 Nights of Hero.

„მსიამოვნებს გადაღებაზე ყოფნა და დიდი რეჟისორებისა და მსახიობებისგან სწავლა,” – უთხრა ჩარლიმ Variety-ს დეკემბერში. „არ მიყვარს, როცა მუსიკოსები მიმართულებას იცვლიან ამ სფეროს კვლევისა და სწავლის გარეშე. ამიტომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ წავიკითხე, რათა ცოდნა მიმეღო, სანამ რეალურად რამეს გავაკეთებდი.”

ნახეთ ემერალდ ფენელის მიერ გადაღებული „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რიშარ გალიანოს კონცერტი თბილისში 9 სექტემბერს გაიმართება

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: 5 სექტემბერი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი