რიშარ გალიანოს კონცერტი თბილისში 9 სექტემბერს გაიმართება

ლეგენდარული მუსიკოსის, რიშარ გალიანოს კონცერტით ფესტივალ „თბილისი რიტმის” დასკვნითი ღონისძიება მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაიმართება.

მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული ფრანგი მუსიკოსი და კომპოზიტორი ახალ ალბომს New Viaggio (ნიუ ვიაჯო) პარიზში გამოცემამდე თბილისში 9 სექტემბერს ფრანგ ვირტუოზ მუსიკოსებთან ერთად წარუდგენს დამსწრე საზოგადოებას. რიშარ გალიანო კონცერტს გიტარისტ ადრიან მოინიართან (Adrian Moignard) და კონტრაბასისტ ფილიპ არტსთან (Philippe Aerts) ერთად მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გამართავს. 

რიშარ გალიანოს პოეზიითა და ემოციებით სავსე, დროის მიღმა მუსიკალური მოგზაურობა რამდენიმე დღეში თბილისში გადმოინაცვლებს.

ამ ღონისძიებით სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი” 2025 წლის სეზონს დახურავს. 

გალიანოს ალბომი New Viaggio (ნიუ ვიაჯო) ერთდროულად წარსულისთვის მიგებული პატივი და მომავლის ხიდია — განახლებული შემადგენლობით, რომელიც ახალ სიცოცხლეს სძენს მის უკვდავ კომპოზიციებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაესტრო რიშარ გალიანოს მერვე ვიზიტია საქართველოში. პირველად მუსიკოსმა  2006 წელს პროექტი „ტანგარია“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ანშლაგით ჩაატარა.

გალიანოს ტრიოში მიწვეული ჰყავს ფრანგი გიტარისტი ადრიან მოინიარი, რომელმაც ბოლო წლებში ბოშური ჯაზის აღორძინებას შეუწყო ხელი. საოცარმა მოქნილობამ და შემოქმედებითმა ტალანტმა მას გზა გაუხსნა საფრანგეთის ტოპ ჯაზკლუბებში, ნიუ-იორკის არაერთ კლუბსა და მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე.

რიშარ გალიანოს კონცერტი თბილისში არ არის მხოლოდ მუსიკალური ღონისძიება, არამედ კულტურული მოვლენაა, რომელიც მაყურებელს აკორდეონის ჟღერადობით გაჯერებულ დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება. მელომანებს კი ეძლევათ შანსი, თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურის ცოცხალ შესრულებას მოუსმინონ.

საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ფარგლებში, რიშარ გალიანოს კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard-ის ზაფხულის სიმღერების ჩარტის პირველ ადგილს ალექს უორენის Ordinary იკავებს

შემდეგი სტატია

ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

Charli xcx-ის სიმღერა „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ეკრანიზაციის ტრეილერის საუნდტრეკია

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი