ანუშკა ჩხეიძის და რობერტ ლიპოკის კოლაბორაციული ალბომი Uncontrollable Thoughts – ინტერპრეტაციის თავისუფლება დროისა და სივრცის მიღმა

„უკონტროლო ფიქრები“ ალბათ იმიტომ დაერქვა ალბომს, რომ როცა მუსიკაზე ვმუშაობდით, დაკვრის დროს ან არაფერზე, ან ყველაფერზე ერთად ვფიქრობდით.” – ანუშკა ჩხეიძე.
Anushka Chkheidze, Robert Lippok - Uncontrollable Thoughts
Anushka Chkheidze, Robert Lippok – Uncontrollable Thoughts © Robert Lippok

გერმანელი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და ვიზუალური არტისტის, რობერტ ლიპოკისა და ქართველი მუსიკოსის, ანუშკა ჩხეიძის ერთობლივი სადებიუტო ალბომი Uncontrollable Thoughts ლეიბლ Morr Music-ის მეშვეობით 31 ოქტომბერს გამოვა. 5 სექტემბერს კი არტისტებმა ალბომში შესული სინგლი Rainbow Road გამოაქვეყნეს.

მუსიკოსების პირველი შეხვედრა 2019 წელს თბილისში შედგა,  მოგვიანებით მათ ერთობლივად იმუშავეს მასშტაბურ მუსიკალური წიგნის პროექტზე Glacier Music II-ზე ეთო გელაშვილთან, ჰაიკ კაროისთან და  Lillevan-თან ერთად, რომელიც 2021 წელს გამოიცა.

ალბომ Uncontrollable Thoughts-ში 1990-2000-იანი წლების მინიმალური და ელექტრონული მუსიკის ელემენტებია გამოყენებული, ახალი პროექტი თავისუფალი, დროზე და კონცეფციებზე ნაკლებად დამოკიდებული კომპოზიციის ფორმით ორ არტისტს შორის მუდმივად ცვალებად დიალოგზე გვიყვება.

ანუშკა ჩხეიძე – მუსიკოსი:

„რობერტი იყო საკმაოდ წარმატებული To Rococo Rot-ის ბენდის წევრი, მე სულ მომწონდა მათი მუსიკა, თუმცა არ ვიცოდი, რომ ეს მისი ბენდი იყო. რობერტ ლიპოკი თბილისში, CES-ში, ვორქშოფის დროს გავიცანი. საინტერესო შეხვედრა ჩატარდა და მას შემდეგ დიდი ხანია, ერთად ვმუშაობთ, თუმცა ალბომის ჩაწერა 2 წლის წინ მის სტუდიაში, ბერლინში გადავწყვიტეთ, რომელიც შემდგომ უტრეხტში გაგრძელდა.

რობერტთან ერთად დაკვრის დროს ისევე თავისუფალი ვარ, როგორც მარტო მუშაობისას.  ეს რაღაც განსაკუთრებულია, რადგან არ ვარ თავდაჯერებული ადამიანი, ორივეს საკმაოდ მორიდებული ხასიათი გვაქვს და მგონია, რომ ამ ალბომში ზუსტად ჩანს, თუ რამდენად თავისუფლად ვგრძნობთ თავს.  სამუშაო პროცესი სხვადასხვა ფაზებად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა, თუმცა ეს ყველაფერი მარტივად ხდებოდა. ჩვენ უბრალოდ ვსხდებოდით სამუშაოდ, “რექორდს” ხელს ვაჭერდით და ვუკრავდით. 

ძირითადად მთელი ალბომი იმპროვიზაციაა, თუმცა პატერნები მეორდება, რადგან ეს ალბათ ის არის, რაც ორივეს გვიყვარს: სიმარტივე და სილამაზე. „უკონტროლო ფიქრები“ ალბათ იმიტომ დაერქვა ალბომს, რომ როცა მუსიკაზე ვმუშაობდით, დაკვრის დროს ან არაფერზე, ან ყველაფერზე ერთად ვფიქრობდით.”

Anushka Chkheidze, Robert Lippok – Uncontrollable Thoughts © George Nebieridze

მუსიკოსმა რობერტ ლიპოკმა ახალი ალბომის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა: „ბედნიერი ვარ ჩემი და ანუშკა ჩხეიძის თანამშრომლობით. ალბომის პირველი სინგლი Rainbow Road დღეს გამოიცა. პირველად ანუშკა თბილისში, ვორქშოპზე გავიცანი და როდესაც მან ფორტეპიანოზე პირველი ნოტები დაუკრა, მაშინვე მივხვდი, რომ მასთან მუშაობა მინდოდა. მას ის მუსიკალური ინტუიცია აქვს, რაც ძალიან იშვიათად შემხვედრია. ჩვენი პირველი კოლაბორაცია Glacier Music-ზე განხორციელდა… ალბომი Uncontrollable Thoughts ჩვენს საყვარელ Morr Music ლეიბლზე 30 ოქტომბერს გამოვა. წინასწარი შეკვეთაც უკვე შესაძლებელია.“

ალბომი Uncontrollable Thoughts, სადაც ექვსი კომპოზიციაა (Bird Song, Rainbow Road, Contact Zone, Field, Uncontrollable Thoughts, Opening) გაერთიანებული,  ავტორების ქვეცნობიერის გზას მიჰყვება, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული კომპოზიციები სხვადასხვა გზით არის დაკავშირებული, საბოლოო ჯამში კი ეს ერთი მთლიანი, განსაკუთრებული ხასიათის და სტილის მქონე ალბომის კომბინაციას ქმნის.  მიუხედავად იმისა, რომ ანუშკა ჩხეიძესა და რობერტ ლიპოკს, როგორც სოლო შემსრულებლებს, ბევრი რამ გამოარჩევს ერთმანეთისგან, მათი ნამუშევრების მთავარი საერთო ხაზი სივრცესთან ბგერითი კავშირია. სწორედ  Uncontrollable Thoughts-ში საუკეთესოდ აღიქმება ეს მიმართება. ეს არის ალბომი, რომელიც ცნობიერებას სივრცეში ასახავს და ბგერების მოძრაობებს აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე დაგეგმილია ანუშკა ჩხეიძისა და რობერტ ლიპოკის ერთობლივი კონცერტები, რომლებიც 2 ნოემბერს ბერლინში და 28 ნოებერს დიუსელდორფში გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: 6 სექტემბერი

შემდეგი სტატია

Kung Fu Junkie-ს კრებული ალბომი ფირფიტაზე გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი