წინანდლის ფესტივალის პროგრამა: 6 სექტემბერი

ამ დღეს ფესტივალზე წარდგებიან მევიოლინე – მარკ ბუშკოვი, პიანისტი ჟულიენ კანტინი და ყველასთვის ცნობილი პიანისტი და დირიჟორი სერ ანდრას შიფი
წინანდლის ფესტივალი
წინანდლის ფესტივალი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურ ტრადიციას განაგრძობს და კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში მე-7 სეზონით ბრუნდება. წელს ფესტივალი 4-დან 14 სექტემბრამდე გაგრძელდება და ამ ათი დღის განმავლობაში წინანდალში ქართველი და მსოფლიო მუსიკალური სცენის უცხოელი ვარსკვლავები მოიყრიან თავს. 

ფესტივალის რიგით მესამე დღეს, 6 სექტემბერს დღის ღონისძიება 12 საათზე დაიწყება, სადაც  მევიოლინე მარკ ბუშკოვი და პიანისტი ჟულიენ კანტანი სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებს შეასრულებენ. 

ფრანგი პიანისტი ჟულიენ კანტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსია როგორც სოლისტის, ასევე კამერული მუსიკის მიმართულებით. მისი შექმნილია ბერლინში დაფუძნებული კონცერტების სერია Musica Litoralis, რომელიც ოციანი წლების სულისკვეთებით არის შთაგონებული. იგი მუდმივად იკვლევს ხელოვნების ახალ ფორმებს და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს.

ხოლო ბელგიელი მევიოლინე მარკ ბუშკოვი მსოფლიოში უდიდეს ორკეტრებთან ერთად გამოდიოდა იაპონიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ისრაელში. იგი რეგულარულად მონაწილეობს საქართველოში წინანდლისა და შვეიცარიაში ვერბეის კლასიკური მუსიკის ფესტივალებში. ბუშკოვს მიღებული აქვს მონრეალის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე ოქროს მედალი, ხოლო ჩაიკოვსკის კონკურსზე – ვერცხლის მედალი.

ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათზე, კამერულ დარბაზში აუდიტორიის წინაშე მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, დირიჟორი და პედაგოგი სერ ანდრაშ შიფი  წარდგება, რომელიც ბახის, ჰაიდნის, მოცარტის და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შეასრულებს. 

მისი შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს ბეთჰოვენის სონატების სრული ციკლები, ასევე ბახის, ჰაიდნის, შუბერტისა და ბარტოკის სრული ნაწარმოებები წარმოადგენს.  მსოფლიოში წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან თანამშრომლობის შემდეგ სერ ანდრასმა სოლო კარიერა დაიწყო. 2022-23 წლების სეზონზე ნიუ-იორკის ფილარმონიულმა ორკესტრმა მას რეზიდენტი არტისტის წოდება მიანიჭა. მისი შესრულებული ბახის ნაწარმოები BBC Proms-ის ყოველწლიურ მთავარ მოვლენად იქცა და ის რეგულარულად გამოდის ვერბიეს, ზალცბურგის და ბადენ-ბადენის ფესტივალებზე.

სერ ანდრაშ შიფი ხელმძღვანელობს საკუთარ კამერულ ორკესტრს Cappella Andrea Barca-ს, ხოლო მუსიკის ტრადიციულ ინსტრუმენტებზე შესრულებით აქტიურად თანამშრომლობს Orchestra of the Age of Enlightenment-თან.

მისი დისკოგრაფია ფართოა: ბეთჰოვენის სონატები, ბახის Partitas და Goldberg Variations, შუბერტის, შუმანისა და იანაჩეკის სოლო რეციტალები, ასევე ბრამსისა და შუმანის ვიოლინოს სონატები. სერ ანდრაშ შიფი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის Royal Philharmonic Society-ის ოქროს მედალი, მუსიკისთვის რაინდობის ტიტული და ავსტრიული Cross of Honour for Science and Art.

ასე რომ, 6 სექტემბერს წინანდლის მამულში დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით. კლასიკური მუსიკის ფესტივალი კომპანია „სილქნეტის„ ინიციატივით დაარსდა და უკვე მეშვიდე წელია, მსმენელს უნიკალურ და ემოციურ გამოცდილებას სთავაზობს.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ს ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როგორ აშუქებდა „ბილბორდი” The Grateful Dead-ს 60 წლის განმავლობაში

შემდეგი სტატია

Anushka Chkheidze, Robert Lippok - Uncontrollable Thoughts

ანუშკა ჩხეიძის და რობერტ ლიპოკის კოლაბორაციული ალბომი Uncontrollable Thoughts – ინტერპრეტაციის თავისუფლება დროისა და სივრცის მიღმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი