Kung Fu Junkie-ს კრებული ალბომი ფირფიტაზე გამოიცა

Kung Fu Junkie-ს ფირფიტის პრეზენტაცია Mutant Radio-ს სივრცეში გაიმართა.

პროექტმა „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” საიუბილეო, მე-10 გამოცემა წარადგინა. Dance or Die: Undersky Gnostic Pop – ასე ჰქვია 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლექტივის, Kung Fu Junkie-ს კრებულ ალბომს, რომელიც ორმაგ ფირფიტაზე 4 სექტემბერს გამოვიდა.

ფირფიტის პრეზენტაცია Mutant Radio-ს სივრცეში გაიმართა. ღონისძიება ერთგვარი დისკუსიის ფორმატში ჩატარდა.  მოწვეულ არტისტებს შორის იყვნენ: Vinda Folio, ანანო სიხარულიძე, მაქს მაჩაიძე, Amikko, Berika, არჩილ ქელბაქიანი, ნატუკა ნაცვლიშვილი, ნასტია სართანია. მათ ისაუბრეს კოლექტივის შემოქმედებაზე და პროექტთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს.

“დღეს მეტ-ნაკლებად არასრული შემადგენლობით შევკრიბეთ ის ადამიანები, ვინც ამ პროექტში სხვადასხვა პერიოდში იღებდა მონაწილეობას,” – აღნიშნა „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” თანადამფუძნებელმა ჯაბა შავიშვილმა პრეზენტაციის დაწყებისას.

როგორც Billboard Georgia-სთან საუბრისას ჯაბა შავიშვილი აღნიშნავს, Kung Fu Junkie ის პროექტია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართველ მილენიალებსა და Gen Z თაობაში კონტრ-კულტურის ჩამოყალიბებაში.

“Kung Fu Junkie ერთგვარ სახეს წარმოადგენს იმ მოძრაობისა, რომელიც 2000-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო ქართულ მუსიკალურ სივრცეში. ვფიქრობ, რომ ამ ტალღის ნაწილები დღემდე მოგვყვება და გაგრძელება აქვს ამ ისტორიას. Kung Fu Junkie ნამდვილად გამორჩეული პროექტი იყო თავისი შემოქმედებით, ლაივ პერფორმანსებით და მუსიკალური ფილოსოფიით. 10 წელი გავიდა, რაც ეს ჯგუფი დაიშალა, თუმცა დღეს აქ მოსული ადამიანების, მათ შორის ახალი თაობის მსმენელების რაოდენობა იმის ნიშანია, რომ Kung Fu Junkie-ს მემკვიდრეობა დღემდე ძლიერია. მიხარია, რომ ფირფიტაც გამოვეცით. ეს გრინჩის გახსენებაც არის, რომელმაც ეს სამყარო დატოვა.”

გარდა დისკუსიაზე დასწრებისა, პრეზენტაციაზე მსმენელებს ფირფიტის შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

Kung Fu Junkie 2007-2016 წლებში არსებობდა. მისი ჟღერადობა ექსპერიმენტებით ხასიათდებოდა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული მუსიკალური სივრცის ჩამოყალიბებაში. როგორც „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” გუნდი აფასებს, ეს პროექტი მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენად იქცა.

Kung Fu Junkie-მ ახალი ჩანაწერების გამოცემა და მუსიკალური პერფორმანსები 2016 წელს დაასრულა, როცა ჯგუფის კომპოზიტორი, თანადამფუძნებელი და წევრი გრინჩი გარდაიცვალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Anushka Chkheidze, Robert Lippok - Uncontrollable Thoughts

ანუშკა ჩხეიძის და რობერტ ლიპოკის კოლაბორაციული ალბომი Uncontrollable Thoughts – ინტერპრეტაციის თავისუფლება დროისა და სივრცის მიღმა

შემდეგი სტატია

სანდრო ნებიერიძე ბუზონის საფორტეპიანო კონკურსის ფინალშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი