DEENA-ს ახალი სიმღერა Lil Star

„სიმღერაში ვარსკვლავი სამშობლოს აღნიშნავს.”

DEENA-მ ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოსცა. სიმღერა, სახელწოდებით Lil Star, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე შეიქმნა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი ავტორები თავად არტისტი და პროდიუსერი ნიკა ფასური არიან. 

DEENA:

„როცა მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ყველა ადამიანის ტვინსა და გულში გაუგებარი აზრები ტრიალებდა მათი დარჩენილი ცხოვრების საქართველოში გატარებასთან დაკავშირებით. მათგან ერთ-ერთი მეც ვიყავი. კარგად მახსოვს, როგორ ერთიანდებოდა უსუსურობის შეგრძნება ბრაზთან, სამშობლოს დაცვისა და გადარჩენის სურვილთან. სწორედ ამ ემოციებზე საუბრობს Lil Star. სიმღერაში ვარსკვლავი სამშობლოს აღნიშნავს, რომლის ხელში აყვანა და დახმარება, გარემოებებიდან გამომდინარე, რთულია, მაგრამ ვერც ტოვებ მას. 

ვიდეოკლიპი გადაღებულია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციების ფონზე: მთავრობის სახლი, პარლამენტი, „ჯარის ქალაქი”. კლიპში ჩანს გმირთა მოედანიც, რომელიც სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანების სიმბოლოა. ამ შენობების წინ თვალდახუჭული დგომა შეიძლება სხვადასხვა აზრის მატარებელი იყოს. ჩემთვის ეს მდგომარეობა იმედის, სიმშვიდის, სიამაყისა და მედგრად დგომის გამომხატველია.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი – 7 სექტემბერი

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი - 8 სექტემბერი

წინანდლის ფესტივალი  – 8 სექტემბერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი