წინანდლის ფესტივალი  – 8 სექტემბერი

4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი 11 დღიანი მუსიკალური პროგრამითა და 21 დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება.
წინანდლის ფესტივალი - 8 სექტემბერი
წინანდლის ფესტივალი – 8 სექტემბერი

8 სექტებერს, კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეხუთე დღეს, სტუმრებს სამ ღონისძიებაზე შეეძლებათ დასწრება:  დღის პირველ ნახევარში 12:00 საათზე  კამერულ დარბაზში აუდიტორიის წინაშე მევიოლინე იამენ საადი და გამოჩენილი პიანისტი ჟულიენ კანტანი წარდგებიან. მუსიკოსები საკონცერტო პროგრამის მიხედვით, გაბრიელ ფორეს, ფრიც კრეისლერისა და ედვარდ გრიგის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ მევიოლინე იამენ საადი 17 წლის ასაკში უკვე კონცერტმაისტერი იყო. მან განათლება ბარენბოიმის აკადემიასა და კრონბორგის აკადემიაში მიჰაელა მარტინის ხელმძღვანელობით მიიღო. იამენ საადი სოლისტ შემსრულებლად გამოდიოდა Staatskapelle Berlin-ის, ევროპის საკონცერტო ორკესტრთან და ისრაელის ფილარმონიასთან, თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან დანიელ ბარენბოიმი და ლორენს ფოსტერისი. მას ასევე ჰქონდა გამოსვლები კარნეგი ჰოლში, პარიზის ფილარმონიაში და The Boulez-ის საკონცერტო დარბაზში. მუსიკოსის სახელს უკავშირდება მრავალი პრემია და კონკურსი, მათ შორის Aviv Competition 2020-ის პირველი პრემია. 2022 წელს კი გამოსცა სადებიუტო დისკი Voices from Paris. ამჟამად იამენ საადი ანტონიო სტრადივარიუსის მიერ დამზადებულ 1734 წლის ვიოლინოზე უკრავს, რომელიც ადრე ხაიმ ტაუბს ეკუთვნოდა.

ამავე დღეს, 19:00 საათზე, წინანდლის ფესტივალის ამფითეატრის სცენას განსაკუთრებული შემსრულებლები დაიკავებენ. მსმენელს საღამოს კლასიკური მუსიკის ნამდვილი ზეიმი ელის, სადაც იოჰანეს ბრამსისა და ფრანც შუბერტის შედევრები თანამედროვე თაობის საუკეთესო ინტერპრეტაციით შესრულდება. 

წინანდლის ფესტივალის ამფითეატრში წარდგებიან: ვენის სახელმწიფო ოპერის ორკესტრის კონცერტმაისტერი, მევიოლინე იამენ საადი; საერთაშორისოდ აღიარებული მევიოლინე მიხაელ გუტმანი, რომელიც ცნობილია, როგორც კამერული მუსიკის უზადო შემსრულებელი და მრავალი ფესტივალის მოწვეული ვარსკვლავი; ახალგაზრდა ალტისტი სარა ფერნანდესი, რომლის ღრმა ემოციური ინტერპრეტაცია განსაკუთრებით შთამბეჭდავია; ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩელისტი პაბლო ფერნანდესი; მრავალფეროვანი კარიერის მქონე ინსტრუმენტალისტი ბრენდან კეინი – კონტრაბასი, რომელიც ორკესტრებთან თანამშრომლობის გარდა, კამერული მუსიკის კონცერტებშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და ქართველი მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი და ცოტნე ზედგენიძე. გიორგი გიგაშვილი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, რომლის ბრწყინვალე შესრულების ტექნიკამ და ღრმა ემოციურმა ინტერპრეტაციამ არტისტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. რაც შეეხება პიანისტ ცოტნე ზედგინიძეს, ის გახლავთ ვირტუოზი ახალგაზრდა შემსრულებელი, რომელსაც განაკუთრებული მუსიკალური ხედვა აქვს. კლასიკური მუსიკის სამყაროში მან ადრეული ასაკიდანვე შეაბიჯა. ექვსი წლის ასაკში უკვე საკუთარ კომპოზიციებს ქმნიდა  და ასრულებდა რთულ  მუსიკალურ ინტერპრეტაციებს. 2019 წელს ცოტნე ზედგინიძემ პირველი სოლო კონცერტი გამართა, სადაც მუსიკოსმა ბახის, შოსტაკოვიჩის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა. 

ამ საღამოს წინანდლის ფესტივალზე სხვადასხვა თაობისა და კულტურის წარმომადგენელთა შორის ბრამსის და შუბერტის მუსიკა ახალგაზრდა შემსრულებლების ინტერპრეტაციით გაერთიანდება. 

წინანდლის ფესტივალის კამერული დარბაზის სცენაზე ამავე დღეს, 22:00 საათზე, მუსიკის მოყვარულებს გამორჩეული საღამო ელით, სადაც მიშა მაისკის (ჩელო) და მაქსიმილიან მაისკის (ფორტეპიანო)  ბრწყინვალე დუეტი კლასიკურ ნაწარმოებებს ერთობლივად წარადგენს. ეს კონცერტი ერთგვარი მუსიკალური მოგზაურობა იქნება, სადაც სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მუსიკა ერთ სივრცეში მოიყრის თავს. საკონცერტო პროგრამა ბახის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, მიროსლავ სკორკის, კატალონიური ხალხური სიმღერების და მანუელ დე ფალიას ნაწარამოებებს აერთიანებს.

ფესტივალზე წარმოდგენილია დირიჟორების ვარსკვლავური შემადგენლობა, ვირტუოზი სოლისტები, პან-კავკასიური ახალგზარდული ორკესტრი, იერუსალიმის კვარტეტი და ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.

წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია ,,სილქნეტი”.

წინანდლის ფესტივალი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კლასიკური მუსიკა არა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა, არამედ თანამედროვეობის ცოცხალი გამოხატულებაა, რომელიც მსმენლს ახალ, დაუვიწყარ გამოცდილებას სძენს.ფესტივალის 8 სექტემბრის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

DEENA-ს ახალი სიმღერა Lil Star

შემდეგი სტატია

Yungblud MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი. ფოტო: Arturo Holmes/ Getty images

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე Yungblud-მა, სტივენ ტაილერმა და ჯო პერიმ ოზი ოსბორნის ხსოვნას პატივი მიაგეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” - აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
მეტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

28 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მუსიკის მოყვარულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის დაუვიწყარი საახალწლო კონცერტი ელოდებათ.
მეტი