წინანდლის ფესტივალი – 7 სექტემბერი

წინანდლის ფესტივალი მსმენელს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება, სადაც კლასიკური მუსიკის ჰანგები წინანდლის ისტორიულ მამულში განსაკუთრებულ, ჯადოსნურ ელფერს იძენს.
წინანდლის ფესტივალი – 7 სექტემბერი

7 სექტემბერს,  წინანდლის ფესტივალის მეოთხე დღეს, დღის პირველ ნახევარში, ღონისძიება ამფითეატრში გაიმართება. საკონცერტო დარბაზში ვიოლინოზე დანიელ ლოზაკოვიჩი, ფორტეპიანოზე კი ბეჰზოდ აბდურაიმოვი რობერტ შუმანისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შეასრულებენ. 

მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩმა 2016 წელს, 15 წლის ასაკში, ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა  Deutsche Grammophon-თან. 2024 წლისთვის მას უკვე ხუთი ალბომი ჰქონდა გამოცემული.

ლოზაკოვიჩის პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომი Deutsche Grammophon-ისთვის 2018 წელს გამოვიდა, რომელშიც შესულია  ბახის ორი კონცერტი ვიოლინოსთვის და ორკესტრისთვის. მისი მეორე ალბომი None but the Lonely Heart 2023 წელს ჩაიკოვსკის ვიოლინოს კონცერტის საუკეთესო ჩანაწერებს შორის  გამორჩეულ ალბომად დასახელდა. 2023 წელს მუსიკოსი ვერსალის სასახლეში ჩარლზ III-ის სახელმწიფო ვიზიტის დროს მიიწვიეს. მან Gustavo Dudamel-ის დირიჟორობით, Orchestre philharmonique de Radio France-თან ერთად გამართა კონცერტი ნოტრ-დამის აღდგენის ცერემონიაზე.

რაც შეეხება პიანისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვს,  2009 წელს, 18 წლის ასაკში, ბეჰზოდ აბდურაიმოვმა ლონდონის საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი მოიგო, რაც მისი კარიერის დასაწყისი გახდა. აბდურაიმოვი საერთაშორისო სცენაზე სოლო რეციტალებით და  კამერული მუსიკის კონცერტებითაც  გამოდის. იგი თანამშრომლობს ისეთ მნიშვნელოვან ორკესტრებთან, როგორებიცაა ბოსტონის, ლოს-ანჯელესის, მარინსკის, ისრაელის და სხვა ფილარმონიული ორკესტრები.

პიანისტს გამოცემული აქვს  რამდენიმე ალბომი, მათ შორის პროკოფიევის, ლისტისა და ჩაიკოვსკის თხზულებების ჩანაწერები. 2016 წელს კი მისი სოლო დებიუტი კარნეგი ჰოლის Stern Auditorium-ში შედგა, ხოლო 2017-2018 წლებში მონაწილეობდა BBC Proms ფესტივალში.

7 სექტემბერს, საღამოს 19:00 საათზე, ამფითეატრში აუდიტორიას განსაკუთრებული საღამო ელის,  მსმენელის წინაშე წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა, მევიოლინე მარკ ბუშკოვი, გამოჩენილი ჩელისტი მიშა მაისკი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგებიან. საღამოს იოჰან ბრამსის ორმაგი კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის ლა მინორი, თხზ. 102 და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია No.5 დო მინორი, თხზ. 67 შესრულდება.

ჯანანდრეა ნოზედა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დირიჟორია, იგი ვაშინგტონში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორია. მას უთანამშრომლია ისეთ სახელოვან ორკესტრებთან, როგორებიცაა ლონდონის სიმფონიური ორკესტრი და ციურიხის ოპერის თეატრი. მისი დისკოგრაფია 80-ზე მეტ ჩანაწერს მოიცავს, კარიერის განმავლობაში კი მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორიცაა Musical America-ს წლის დირიჟორი, 2023 წელს კი ნოზედამ პრესტიჟული „პუჩინის პრემია“ მიიღო, რომლის ლაურეატებს შორის იყვნენ ოპერის ლეგენდები: მარია კალასი და ლუჩანო პავაროტი. 2023 წელს კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოების, OPER! AWARDS-ის ნომინაციაში ჯანანდრეა ნოზედას წლის საუკეთესო დირიჟორის ჯილდო გადაეცა. 

ჯანანდრეა ნოზედას 2019 წლიდან საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს,  მაესტრო უკვე არაერთი წელია, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.  დღესდღეობით მისი შემოქმედება კლასიკური მუსიკის ტრადიციასა და თანამედროვეობას აერთიანებს, რაც ახალგაზრდა მუსიკოსებს უნიკალურ გამოცდილებას სძენს. ჯანანდრეა ნოზედას ჩართულობა ფესტივალში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ წინანდალის ფესტივალი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალთა რიგში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ს ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი / RENELL MEDRANO

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

DEENA-ს ახალი სიმღერა Lil Star

შეიძლება დაგაინტერესოთ

Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” - აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
მეტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

28 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მუსიკის მოყვარულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის დაუვიწყარი საახალწლო კონცერტი ელოდებათ.
მეტი