კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

ჯასტინ ბიბერმა, Lady Gaga-მ და დრეიკმა კვირის განმავლობაში ახალი ნამუშევრები გამოაქვეყნეს.
ჯასტინ ბიბერი / RENELL MEDRANO
ჯასტინ ბიბერი / RENELL MEDRANO

მუსიკის მოყვარულებს კვირის განმავლობაში მოსასმენად საკმარისად ბევრი სიმღერა დაუგროვდათ. 5 სექტემბერს ყურადღების ცენტრში მოექცა ჯასტინ ბიბერიც, რომელმაც ერთი დღით ადრე დააანონსა 2025 წლის რელიზის მეორე ნაწილის გამოსვლა. სიმბოლურად,  ალბომ Swag-ის შემდეგ, ახალი პროექტის სახელწოდებაა Swag II. ბიბერმა კიდევ რამდენიმე მუსიკოსი მიიწვია პროექტზე სამუშაოდ, რომელშიც მონაწილეობენ არტისტები:  Tems, Hurricane Chris და Eddie Benjamin.

პოპ სივრცეში Lady Gaga ახალი სიმღერით, The Dead Dance-ით წარდგა, რომელიც სპეციალურად Netflix-ის სერიალ Wednesday-ს მეორე სეზონისთვის შეიქმნა. დისკო სტილის რიტმული ბასი ხაზს უსვამს სიმღერის ენერგიულ ჟღერადობას, რომელიც Lady Gaga-ს უახლეს დენს-პოპ ეპოქასაც კარგად ეწყობა. 

ამავდროულად, დრეიკი ახალი პროექტის, Iceman-ის გამოშვებას აგრძელებს, ამჯერად ახალი სიმღერით Somebody Loves Me Pt. 2, სადაც  $ome $exy $ongs 4 U-დან მისი პარტნიორი PartyNextDoor და ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი Cash Cobain იღებენ მონაწილეობას.

გარდა ამისა, მუსიკოსი Big Thief  ახალი ალბომით, სახელწოდებით  Double Infinity დაბრუნდა. ასევე კელვინ ჰარისმა და ჯესი რეიზმა შექმნეს კოლაბორაციული სიმღერა – Ocean, ხოლო 3Quency-მ  ახალი ტრეკი Top Down გამოუშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოზი ოსბორნი Black Sabbath-ის პერფორმანსის დროს, 1978 წლის 27 მაისი. ფოტო: გას სტიუარტი

2025 წლის MTV VMAs-ის ცერემონიის სპეციალური ნაწილი ოზი ოსბორნის ხსოვნას მიეძღვნება

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი – 7 სექტემბერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი