VMA-ს ჯილდოებს, ლედი გაგასა და არიანა გრანდეს ლიდერობით, ქალი არტისტები დაეუფლნენ

წლევანდელი 30 ნომინაციიდან 22-ში ქალმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს.
ლედი გაგა 2025 წლის VMA-ზე
MIKE COPPOLA/GETTY IMAGES

ლედი გაგა და არიანა გრანდე 2025 წლის MTV Video Music Awards-ის მთავარი გამარჯვებულები არიან. დაჯილდოების ცერემონია 7 სექტემბერს ნიუ-იორკში შედგა. გაგამ ყველაზე მეტი, 4 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა უმაღლესი ჯილდო – წლის ვიდეო – Brighter Days Ahead-ისთვის არიანა გრანდეს ერგო.

ლედი გაგა გახდა მეორე ადამიანი, ვინც წლის არტისტის წოდება ორჯერ მოიგო –  პირველი ტეილორ სვიფტია. წლევანდელი დაჯილდოების შემდეგ გაგას ჯილდოების საერთო რაოდენობამ 22 შეადგინა, რაც მას მესამე ადგილას აყენებს სვიფტისა და ბიონსეს შემდეგ, რომლებიც 30-30 გამარჯვებით ლიდერობენ. 

ქალები სრულად დომინირებდნენ დაჯილდოების ცერემონიაზე. ჯამში 30 ნომინაციიდან 22-ში სწორედ ქალმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს. კაც არტისტებს ექვსი გამარჯვება ერგოთ, დანარჩენი ორი კი ქალისა და მამაკაცის კოლაბორაციებს ხვდა წილად (ლედი გაგა და ბრუნო მარსი და ROSÉ და ბრუნო მარსი).

ქალმა არტისტებმა გაიმარჯვეს 10 ჟანრობრივი კატეგორიიდან 8-ში: საბრინა კარპენტერი – საუკეთესო პოპარტისტი, არიანა გრანდე – საუკეთესო პოპი, Doechii – საუკეთესო ჰიპ-ჰოპი, მერაია კერი – საუკეთესო R&B, შაკირა – საუკეთესო ლათინო, LISA ( Doja Cat-სა და RAYE-სთან ერთად) – საუკეთესო K-პოპი, ტაილა – საუკეთესო აფრობიტსი, მეგან მორონი – საუკეთესო ქანთრი. მამაკაცებმა მხოლოდ ორი ჟანრობრივი კატეგორიის მოგება შეძლეს: sombr – საუკეთესო ალტერნატივა და Coldplay – საუკეთესო როკი.

ლედი გაგამ ასევე მოიგო საუკეთესო რეჟისურის ნომინაცია ვიდეოსთვის Abracadabra. ეს მიმდევრობით მეექვსე შემთხვევაა, როცა საკუთარი ვიდეოს რეჟისორობის ან თანარეჟისორობისთვის ამ კატეგორიას თავად არტისტი იგებს. 2020 წლის შემდეგ ტეილორ სვიფტს აღნიშნული ჯილდო ოთხჯერ აქვს მოგებული, როგორც საკუთარი ვიდეოების სოლო რეჟისორს.

ლედი გაგამ და ბრუნო მარსმა მოიგეს საუკეთესო კოლაბორაციის კატეგორია Die With a Smile-სთვის, რაც ამ ნომინაციაში გაგას მესამე გამარჯვებაა. 

ისევე, როგორც არიანა გრანდემ, სამი ჯილდო დაიმსახურა საბრინა კარპენტერმაც, მათ შორისაა წლის ალბომი Short n’ Sweet-ისთვის, რომელსაც საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიაში თებერვალში გრემი გადაეცა.

საღამოს სხვა გამარჯვებულები იყვნენ ბრუნო მარსი, ტეიტ მაკრეი, Doechii და მერაია კერი. თითოეულმა მათგანმა ორ-ორი ჯილდო მოიპოვა. მარსი ერთადერთი მამაკაცი არტისტია, რომელმაც ერთზე მეტი ნომინაცია მოიგო. 

წელს MTV-მ ჯილდოები სხვადასხვა არტისტს გაუნაწილა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ოთხზე მეტი ნომინაცია არავის მოუგია. თუმცა, ნომინაციების სიუხვის მიუხედავად, ზოგი არტისტი ჯილდოს გარეშე დარჩა, მათ შორის არიან The Weeknd (7 ნომინაცია), Bad Bunny, ედ შირანი, Jelly Roll, მაილი საირუსი და მორგან უოლენი (თითოეულს 4-4 ნომინაცია).

საუკეთესო ახალი არტისტის წოდება ალექს უორენმა დაიმსახურა, რითაც ამ ნომინაციაში გამარჯვებული პირველი მამაკაცი გახდა 2017 წლის შემდეგ.

საუკეთეო ჯგუფი Blackpink გახდა. ეს უკვე მიმდევრობით მეშვიდე წელია, რაც კატეგორიას K-პოპ ჯგუფი იგებს.

ლისამ მესამედ მოიპოვა საუკეთესო K-პოპ შესრულების ჯილდო, Doja Cat-სა და RAYE-სთან კოლაბორაციით Born Again. მერაი კერი კი საუკეთესო R&B-ის გამარჯვებული გახდა Type Dangerous-ისთვის, რაც მისი პირველი VMA-ს ჯილდოა. 

წელს ტეილორ სვიფტი წლის ვიდეოზე ნომინირებული არ ყოფილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნომინაცია სვიფტის გარდა სხვამ მოიგო 2021 წლის შემდეგ, როცა გამარჯვება Lil Nas X-ს ხვდა წილად Montero (Call Me by Your Name)-სთვის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი - 9 სექტემბერი

წინანდლის ფესტივალი – 9 სექტემბრის მიმოხილვა

შემდეგი სტატია

ქეთი მელუა ჯეიმი ოლივერთან და გურამ ბაღდოშვილთან ერთად ქართულ ტრადიციულ სუფრასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი