წინანდლის ფესტივალი – 9 სექტემბრის მიმოხილვა

ქართული ნაციონალური ბალეტი ,,სუხიშვილები” ფესტივალის მეექვსე დღეს შთამბეჭდავი გამოსვლით დაასრულებს.
წინანდლის ფესტივალი - 9 სექტემბერი
წინანდლის ფესტივალი – 9 სექტემბერი

წინანდლის ფესტივალის დაუვიწყარი მუსიკალური დღეები გრძელდება. 9 სექტემბერს დღის ღონისძიება 12:00 საათზე კამერულ დარბაზში გაიხსნება, სადაც სტუმრების წინაშე მევიოლინე მარკ ბუშკოვი, ჩელისტი ჯინგ ჟაო და პიანისტი ალექსანდრა დოვგანი ერვინ შულჰოფის, ფრედერიკ შოპენისა და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებებს შეასრულებენ. 

ბელგილი მევიოლინე მარკ ბუშკოვი განსაკუთრებული ექსპრესიული შესრულებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან თანამშრომლობს, მათ შორის ისრაელის ფილარმონიასთან, ბუდაპეშტის ორკესტრთან, მიუნხენის ფილარმონიასთან და სხვა. იგი მონაწილეობს ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებში, როგორებიცაა: ვერბეის ფესტივალი შვეიცარიაში, წინანდლის ფესტივალი საქართველოში და საერთაშორისო კამერული მუსიკის ფესტივალი ისრაელში. მარკ ბუშკოვი დღეს კლასიკური მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ახალგაზრდა შემსრულებლად ითვლება.

მუსიკოსი ჯინგ ჟაო მისი ღრმა მუსიკალური და ვირტუოზული შესრულებით კლასიკური მუსიკის სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ჩელისტია. მისი კარიერა ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან წარმატებული დებიუტით დაიწყო. ჯინგ ჟაოს მსოფლიოში ცნობილ დირიჟორებთან და მრავალ პრესტიჟულ ორკესტრთან უთანამშრომლია, მათ შორის: მიუნხენის კამერული ორკესტრი, ბერლინის კონცერტჰაუს ორკესტრი, სიდნეის სიმფონიური ორკესტრი, ნიუ იორკის და ტოკიოს ფილარმონიები. ჯინგ ჟაო ხშირად ასრულებს კამერულ მუსიკას ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან: მარტა არგერიხი, ბორის ბერეზოვსკი, მიხაელ გუტმანი და მაქსიმ ვენგეროვი. 

რაც შეეხება პიანისტ ალექსანდრა დოვგანს, ის ადრეული ასაკიდანვე ვირტუოზ შემსრულებლად ითვლებოდა. 2018 წელს სანქტ-პეტერბურგში მარიინსკის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი გახსნა; 2019 წელს, 11 წლის ასაკში, მუსიკოსი აუდიტორიის წინაშე ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად წარდგა. შემდგომში კი ჰქონდა გამოსვლები მიუნხენში Prinzregententheater-ში, ამსტერდამში – Concertgebouw-ში, პარიზში – théâtre des Champs-Élysées-ში, ვენის კონცერტჰაუსში, ბერლინში – Pierre-Boulez-Saal-ში,  ციურიხის Tonhalle-ში და სხვა ცნობილ საკონცერტო დარბაზებში.

9 სექტემბერს, საღამოს 19:00 საათზე წინანდლის ფესტივალის ამფითეატრის სცენაზე „სუხიშვილები“ მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან.

ქართული კულტურის ელჩად წოდებული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ უდიდესი ისტორიის მატარებელია. ეს არის წარსულის, საუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზი, რომელიც სცენაზე თითოეული მოძრაობით ცოცხლდება. მათი განუმეორებელი სტილი, დახვეწილი ტექნიკა და ტრადიციული ელემენტები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მნახველს ემოციებითა და შთაბეჭდილებით ავსებს. „სუხიშვილები“ ხაზს უსვამს, რომ ქართული ცეკვა არა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა, არამედ ცოცხალი, დინამიური ხელოვნებაა, რომელიც საუკუნეებს სცილდება.

ფესტივალის პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ბილეთების შესაძენად კი ეწვიეთ tkt.ge-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი, გრემის 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია და ბარაკ ობამა Primetime Emmy-ს გამარჯვებულთა შორის არიან

შემდეგი სტატია

VMA-ს ჯილდოებს, ლედი გაგასა და არიანა გრანდეს ლიდერობით, ქალი არტისტები დაეუფლნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი