როგორ გახდა „ოაზისი” აშშ-ში კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე, ჯგუფის პრაიმიდან 30 წლის შემდეგ?

Pop Shop Podcast-ში კეტი და კეითი საუბრობენ მათ მოგზაურობაზე ძმები გალაგერების აშშ-ის ყველაზე დიდ კონცერტზე დასასწრებად.
ლიამ და ნოელ გალაგერები პასადინაში, Rose Bowl-ზე
JOSHUA HALLING/COURTESY BIG BROTHER RECORDINGS

მაშინ, როცა 1990-იან წლებში „ოაზისს” წარმოუდგენელი დიდება ჰქონდა თავის მშობლიურ დიდ ბრიტანეთში, ბევრი ფიქრობდა, შეეძლოთ თუ არა მათ იმავეს შექმნა აშშ-ის ბაზარზე. და მიუხედავად იმისა, რომ იქაც ჰქონდათ დიდი ჰიტები – როგორიც იყო, მაგალითად, Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულის სიმღერა Wonderwall – აშშ-ში ჯგუფი ახლოსაც არ ყოფილა მათი დიდი ბრიტანეთის წარმატებასთან.

გადავახვიოთ 30 წელი და „ოაზისს” უკვე ხუთი ამერიკული სტადიონი აქვს შევსებული მათი Live ’25 ტურნეს ფარგლებში. კულმინაცია იყო გასული უიკენდის ორი კონცერტი პასადინაში, მათ კარიერაში ყველაზე დიდ ამერიკულ სცენაზე – Rose Bowl-ზე.

„ბილბორდის” Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეტი და კეითი სწორედ პასადინაში „ოაზისის” კონცერტზე დასასწრებ ერთღამიან მოგზაურობაზე საუბრობენ. ასევე ყველა იმ ელემენტზე, რომელმაც ეს დიდი მომენტი შექმნა და ჯგუფისთვის ყველაზე დიდ ამერიკულ აუდიტორიამდე მიღწევა შესაძლებელი გახადა.

გარდა ამისა, „ოაზისის” შაბათის კონცერტის შემდეგ კეტი და კეითი შეხვდნენ პოდკასტის ყველაზე ხშირ სტუმარს – ემისა და ტონის ჯილდოების მფლობელ მსახიობსა და მუსიკოს დარენ კრისს მისავე საფორტეპიანო ბარში Tramp Stamp Granny, სადაც ის ინსტრუმენტს მიუჯდა და Don’t Look Back in Anger-ის ქავერი შეასრულა. ნახეთ ვიდეო.

პოდკასტში ასევე საუბარია საბრინა კარპენტერზე, რომელმაც Billboard 200-ში მეორედ მოიპოვა ლიდერობა ალბომით Man’s Best Friend. ხოლო მისმა სინგლმა Tears ამ კვირაში Billboard Hot 100-ის ყველაზე მაღალ პოზიციას მიაღწია.

„ბილბორდის” Pop Shop Podcast მოიცავს ყველაფერს პოპის შესახებ, რაც „ბილბორდის” ყოველკვირეულ ჩარტებში ხდება. აქ მოისმენთ ცოცხალ დისკუსიებს უახლესი პოპამბების შესახებ, ჩარტების სტატისტიკებსა და ისტორიებს, ახალ მუსიკას და სტუმრების ინტერვიუებს პოპის სამყაროდან.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი: 12 სექტემბრის პროგრამა

შემდეგი სტატია

Billion Views Club-ში Bad Bunny-ს მე-17 ვიდეოკლიპი მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი