წინანდლის ფესტივალი: 12 სექტემბრის პროგრამა

მეცხრე საფესტივალო დღე ქართველი მუსიკოსების, გიორგი გიგაშვილისა და კატო კვარაცხელიას კონცერტით დასრულდება.
კატო კვარაცხელია, გიორგი გიგაშვილი

12 სექტემბერს წინანდლის ფესტივალი სამ კონცერტს უმასპინძლებს. დილას, 12:00 საათზე, სტუმრების წინაშე ფესტივალის ფარგლებში უკვე მეორედ წარდგება ვირტუოზი პიანისტი ალექსანდრა დოვგანი. ამჯერად ის სოლო კონცერტს გამართავს, სადაც ბეთჰოვენის, შოპენისა და შუმანის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტი წინანდლის მამულის კამერული მუსიკის დარბაზში გაიმართება. 

19:00 საათზე მსმენელის წინაშე აგრეთვე უკვე ნაცნობი მუსიკოსები წარდგებიან: მევიოლინე მარკ ბუშკოვი, ჩელისტი ჯინგ ჟაო და პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი. სამეული ამფითეატრის სცენაზე პეტრე ჩაიკოვსკისა და ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებებს შეასრულებს. 

მარკ ბუშკოვი, ჯინგ ჟაო და ბეჰზოდ აბდურაიმოვი

საფესტივალო დღის კულმინაცია კი ქართველი მუსიკოსების კონცერტი იქნება. 22:00 საათზე წინანდლის მამულის ამფითეატრი კატო კვარაცხელიასა და გიორგი გიგაშვილს უმასპინძლებს. ახალგაზრდა მუსიკოსები მსმენელის წინაშე წარდგებიან მათი ერთობლივი პროექტით „ადამიანის ხმა”, რომლის პრემიერაც 9 ივნისს თბილისში, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დარბაზში შედგა.

„ჩემი ინსტრუმენტი, ამ შემთხვევაში გიორგისგან განსხვავებით, არის ხმა. ამიტომ ყველაზე მეტის თქმა შემიძლია ხმით,” – ამბობს Billboard საქართველოსთან საუბარში კატო კვარაცხელია.

„დღეს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება არტისტს, რომ მისი ხმა გაიგონ; სჭირდება, რომ დაუკავშირდეს მსმენელსა და მაყურებელს. იმედი მაქვს, ხალხი ძალიან კარგად გაიგებს, რას ვმღერით, როგორი ხმა გვაქვს და რას ვამბობთ ამ ხმით,” – გიორგი გიგაშვილი. 

კონცერტზე ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შესრულდება, რომლებსაც მაყურებელი სრულიად ახალი ინტერპრეტაციებითა და ჟღერადობით მოისმენს. 

ნახეთ Billboard საქართველოს მომზადებული ვიდეო პროექტის პრემიერის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ედ შირანი, 2025 წლის 23 ივნისი, ინგლისი. ფოტო: კარვაი თანგი / WireImage

ედ შირანი ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას არ აპირებს

შემდეგი სტატია

როგორ გახდა „ოაზისი” აშშ-ში კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე, ჯგუფის პრაიმიდან 30 წლის შემდეგ?

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი