მუსიკოსმა დათო კაკულიამ ახალი სინგლი Unspoken Words გამოაქვეყნა

მუსიკოსმა სინგლთან ერთად სიმღერა Yellow River-ის ინტერპრეტაციული ვერსიაც გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება.

11 სექტემბერს მუსიკოსმა დათო კაკულიამ ახალი სინგლი  Unspoken Words გამოაქვეყნა, ამავე დღეს არტისტმა მისი ინტერპრეტაციული ნამუშევარი Yellow River გამოსცა, რომელიც, მისი თქმით, ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება.

„ჩემი ახალი სინგლი Unspoken Words უკვე ხელმისაწვდომია, ასევე Yellow River – ჩემი ინტერპრეტაცია ნამუშევრისა, რომელიც ბავშვობასთან მაკავშირებს და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. დიდი მადლობა Green Room-ს, რომ ეს შესაძლებელი გახადა. განსაკუთრებული მადლობა @break_rec-ს, რომ მომცა შესაძლებლობა, ჩამეწერა ეს ტრეკები და ასევე ასეთი ლამაზი პოსტერისთვის! @chagela @lashachagelishvili @davitloladze @ssalomeb @keta_bakhtadze და რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს მეგობრებსა და ძალიან ნიჭიერ მუსიკოსებს @lukakitiashvilii @gigitsin @ktchpsos – თქვენ გარეშე ეს ასეთი არ იქნებოდა. იმედია, მოგეწონებათ!” – წერს მუსიკოსი სოციალურ მედიაში.

მოისმინეთ დათო კაკულიას ახალი სინგლი Unspoken Words 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ედ შირანმა ახალი ალბომი, სახელწოდებით Play გამოსცა

შემდეგი სტატია

მარკ დევიდ ჩეპმენს, ადამიანს, რომელმაც ჯონ ლენონი მოკლა, შეწყალებაზე მეთოთხმეტე უარი ეთქვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი