ედ შირანმა ახალი ალბომი, სახელწოდებით Play გამოსცა

ალბომი შირანისთვის ახალი შემოქმედებითი ეტაპის დასაწყისია.
ედ შირანი Riyadh Air Metropolitano-ზე გამართული კონცერტისას. 2025 წლის 30 მაისი. მადრიდი, ესპანეთი
A. PEREZ MECA/EUROPA PRESS/GETTY IMAGES

ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ედ შირანი თავის მერვე სტუდიურ ალბომს – Play-ს დღე წარადგენს, რომელშიც სხვა სინგლებთან ერთად შესულია უკვე გამოქვეყნებული სიმღერები – Camera, A Little More, Azizam, Sapphire, Old Phone და სხვა.

ინდური და სპარსული მუსიკალური კულტურებით შთაგონებული ალბომი შირანისთვის ახალი შემოქმედებითი ეტაპის დასაწყისია.

„Play შეიქმნა, როგორც პირდაპირი პასუხი ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელ პერიოდზე. ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ სიხარულისა და ფერადოვნების შექმნა მსურდა, ასევე იმ ქვეყნების კულტურების გამოკვლევა, სადაც ტურებით ვმოგზაურობდი,“ – დაწერა შირანმა 2025 წლის დასაწყისში Instagram-ზე. „ეს ალბომი ემოციებით სავსეა – მოიცავს ყველაფერს, რაც მიყვარს მუსიკაში: სიხარულს, სიამოვნებას, მაგრამ ასევე ჩემს გზას, რომელიც გავიარე, როგორც ადამიანმა, პარტნიორმა და მამამ.“

ახალი ალბომის აღსანიშნავად, შირანმა გამოუშვა ოფიციალური ვიდეოკლიპი, რომელიც გადაღებულია სინგლზე – Camera, სადაც მთავარ როლში ფიბი დინევორია.

Play-ს მეშვეობით მუსიკოსი იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს თავის სრულყოფილ წარმატებას საკუთარ ქვეყანასა და ავსტრალიაში, სადაც მისი ყველა სტუდიური ალბომი ჩარტების სათავეში მოხვდა, მათ შორის 2023 წლის Autumn Variations.

რაც შეეხება აშშ-ის ჩარტებს, შირანს კარიერის განმავლობაში ორი პირველი ადგილის მფლობელი ჰიტი აქვს Billboard Hot 100-ზე, მათ შორის – Shape Of You, რომელიც სტრიმინგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბევრჯერ მოსმენილი სიმღერაა. შირანი ასევე ოთხჯერ ლიდერობდა Billboard 200-ის ჩარტში.

12 სექტემბერს, ალბომის გამოცემის დღეს, შირანი პირველად გამართავს Tiny Desk-ის ფორმატით ლაივს, სადაც ახალ მუსიკას შეასრულებს. 

20 სექტემბერს მუსიკოსს დაგეგმილი აქვს გამოსვლა iHeartMusic Festival-ზე, ლას-ვეგასში. დეკემბერში კი სტარტს აიღებს მისი ახალი The Loop Tour, რომელიც ევროპის კონტინენტსა და დიდ ბრიტანეთს მოიცავს. 2026 წლის დასაწყისში მუსიკოსი უკვე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასაც ესტუმრება. 

ოთხგზის გრემის მფლობელმა შირანმა Mathematics-ის ეპოქა ოფიციალურად 7 სექტემბერს დიუსელდორფში საბოლოო კონცერტით დაასრულა. ეს იყო გლობალური ტური, რომელიც 2022 წლის აპრილში დაიწყო და 160-ზე მეტ კონცერტს მოიცავდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billion Views Club-ში Bad Bunny-ს მე-17 ვიდეოკლიპი მოხვდა

შემდეგი სტატია

მუსიკოსმა დათო კაკულიამ ახალი სინგლი Unspoken Words გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი