კვირის მუსიკალური რელიზები – ნახეთ, ედ შირანის, დრეიკისა და სხვა შემსრულებლების ახალი სიმღერები

Ed Sheeran PETROS STUDIO
Ed Sheeran PETROS STUDIO

12 სექტემბერს სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებმა ახალი ნამუშევრები გამოაქვეყნეს, მათ შორისაა ოთხგზის გრემის ჯილდოს მფლობელი ედ შირანი, რომელმაც თავისი მერვე სტუდიური ალბომი Play გამოსცა. 13-ტრეკიანი რელიზი ერთგვარად ახალი პროექტების სერიის დასაწყისია. მუსიკოსმა ხუთალბომიანი Mathematics-ის გამოცემა დაასრულა, რომელიც მოიცავს ისეთ წამყვან სინგლებს, როგორებიცაა Azizam (Billboard Hot 100-ის ჩარტში 28-ე ადგილი) და Old Phone-ს (Billboard Hot 100-ის ჩარტში 89-ე ადგილი).

„Play არის ალბომი, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელ პერიოდზე პირდაპირი რეაქციაა, ამის შემდეგ მე უბრალოდ მინდოდა, შემექმნა ბედნიერი და ფერადი ემოციები, აღმომეჩინა იმ ქვეყნის სხვადასხვა კულტურა, სადაც ტურნეს ვატარებ. ეს ჩემთვის ნამდვილი ემოციური ატრაქციონია საწყისიდან ბოლომდე.“ –  აღნიშა ედ შირანმა ალბომის გამოსვლამდე სოციალურ მედიაში.

ედ შირანის მსგავსად, დრეიკიც დაუბრუნდა მუსიკას, ახალ სიმღერაში Dog House მასთან ერთად ასევე  მონაწილეობენ Yeat და Julia Wolf. 

ამ კვირაში ახალი მუსიკა ალტერნატიულმა-როკ ბენდმა, Twenty One Pilots-მაც გამოუშვა, რომელმაც ალბომი Breach წარადგინა.  კოლუმბიელ-ამერიკელი არტისტი Kali Uchis – კი Billboard-ის 2025 წლის R&B დებიუტანტად დასახელებულ რეივინ ლენეის შეუერთდა ტრეკში Cry About It!.მუსიკალური რელიზი ასევე გამოსცა საცეკვაო სცენის ვარსკვლავმა ჯონ სამიტმა, რომელმაც ემოციური ჰიტი Crystallized Inéz-თან კოლაბორაციით გამოაქვეყნა, ხოლო Little Mix-ის წევრმა ჯეიდ თირლუელმა მსმენელს სადებიუტო სოლო ალბომი That’s Showbiz Baby! შესთავაზა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: 13 სექტემბერი

შემდეგი სტატია

Pink Floyd-ის საკულტო ალბომი Wish You Were Here 50-ე საიუბილეო წელს ახალი გამოცემით ხვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი