Doja Cat-მა დაანონსებული ალბომის ტრეკლისტი გაასაჯაროვა

15-სიმღერიანი ალბომი მოიცავს უკვე გამოშვებულ მთავარ სინგლს – Jealous Type.
Doja Cat
JACOB WEBSTER

Doja Cat-მა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომის, Vie-ს ტრეკლისტი წარადგინა. სიმღერების სია 19 სექტემბერს, ალბომის ოფიციალურად გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე გასაჯაროვდა.

15-სიმღერიანი ალბომი მოიცავს უკვე გამოშვებულ მთავარ სინგლს – Jealous Type, რომელმაც Hot Dance/Pop Songs-ის ჩარტში მე-3 ადგილი დაიკავა და Billboard Hot 100-ზე 28-ე პოზიციას მიაღწია. Doja-მ ეს სიმღერა 2025 MTV Video Music Awards-ზე Kenny G-სთან ერთად შეასრულა. სინგლი ნომინირებული იყო „ზაფხულის ჰიტის“ კატეგორიაში, თუმცა საბოლოოდ Doja-მ მიიღო ჯილდო „საუკეთესო K-pop“ კატეგორიაში LISA-სთან და RAYE-სთან ერთად შესრულებული სიმღერისთვის – Born Again.

Vie-ს ტრეკლისტში კოლაბორაციებს არ ვხვდებით, ზუსტად ისე, როგორც Doja Cat-ის წინა სტუდიურ ალბომში – Scarlet, რომელიც მისი პირველი სოლო პროექტი იყო 2014 წლის სადებიუტო EP Purrr!-ის შემდეგ. თუმცა Scarlet-ის გაზრდილმა ვერსიამ (Scarlet 2 CLAUDE) მოიცვა ახალი თანამშრომლობები A$AP Rocky-სთან და Teezo Touchdown-თან.

გრემის მფლობელმა არტისტმა Vie „პოპზე ორიენტირებულ პროექტად“ მოიხსენია და Apple Music 1-ის წამყვანს უთხრა, რომ პირველად იმუშავა პროდიუსერ ჯეკ ანტონოფთან. „ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. ალბომზე მუშაობისას  ექსპერიმენტებს ვატარებდი ჩემს ხმაზე. მინდოდა, ის ნაკლებად ტრადიციული ჟღერადობით გამომეყენებინა. ამიტომაც არის, რომ ზოგ ადგილას ვყვირი კიდეც  და ეს ძალიან სახალისო გამოცდილება იყო,“ – აღნიშნა Doja Cat-მა.

Vie მომავალ პარასკევს, 26 სექტემბერს, Kemosabe-ისა და RCA Records-ის ლეიბლებზე გამოიცემა. ალბომის გამოშვების შემდეგ Doja Cat მონაწილეობას მიიღებს Saturday Night Live-ის ეპიზოდში, რომლის მოწვეული წამყვანი Bad Bunny იქნება.

ნახეთ ალბომის ტრეკლისტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლებრონ ჯეიმსის თქმით, მისი სიყვარული დრეიკისადმი არ გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არიან

შემდეგი სტატია

VAQO © შიო ხიდაშელი

VAQO-ს კონცერტი 28 სექტემბერს ჰარაკში გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი