VAQO-ს კონცერტი 28 სექტემბერს ჰარაკში გაიმართება

თეატრ „ჰარაკში“ ახალ სეზონთან ერთად მუსიკალური კონცერტების სერიაც დაიწყება.
VAQO © შიო ხიდაშელი
VAQO © შიო ხიდაშელი

28 სექტემბერს, 20:00 საათზე, ჰარაკის სცენაზე ქართული მუსიკის გამორჩეული არტისტი ვახტანგ ქანთარია – VAQO – სოლო კონცერტით წარდგება, მანამდე კი დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, Gabiskiriamalia-ს და დავით ხორბალაძის ექსპერიმენტული ჟღერადობა ცოცხლად მოისმინოს. 

ვახტანგ ქანთარია (VAQO) – მუსიკოსი

„ჰარაკში ახალი სეზონი გაიხსნა, მათ შორის მუსიკალური კონცერტების მიმართულებითაც. ჰარაკის გუნდის ინიციატივით, გადაწყდა, ჩატარდეს Vaqo-ს სოლო კონცერტი. ეს იქნება მუსიკალური ღონისძიება მრავალფეროვანი რეპერტუარით.

კონცერტზე ძველი და ახალი სიმღერები შესრულდება, რომლებიც მომავალ ალბომებთან ერთად გამოვა. მათ შორის ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: Ra kaia cxovreba rodesac mze anatebs Chems gogos, Aravis egona, Daghlili Taoba, Zombebi, Gamarjoba me sofelo var, An kvelaferi an araferi და სხვა. 

კონცერტი სამი თემატური ნაწილისგან შედგება: ბალადები დიდწილად ორღანზე შესრულდება. ძველი სიმღერების ახალი ვერსიები, სადაც სინთეზატორი და დასარტყამი ინსტრუმენტები იქნება გამოყენებული და ახალი სიმღერები ელექტრო გიტარის და დასარტყამის თანხლებით. მალევე, 26 სექტემბერს, ჩემი ახალი სინგლი – Avashenot isev გამოდის, რომელიც პირველად შესრულდება ცოცხლად Haraki-ს სცენაზე.”

კონცერტში მონაწილეობს გამოცდილი მუსიკოსი გიორგი ტეცოშვილი, იგივე “ტეცო”, რომელიც რიტმ სექციას სხვადასხვა პერკუსიებით გააძლიერებს. თავად VAQO კი  ელექტრო გიტარაზე, სინთეზატორზე და სხვადასხვა კლავიშზე დაუკრავს და შეასრულებს სიმღერებს.

არტისტი შიო ხიდაშელი ნინი იაშვილთან ერთად მუშაობს კონცერტის ვიზუალურ მხარეზე და სპეციალურ განათებაზე, რომელიც სცენას კიდევ უფრო საინტერესო გამომსახველობით ელფერს შესძენს. 

აღსანიშნავია, რომ VAQO ახლახან Berlin pop kultur festival-ზე იყო მიწვეული. მუსიკოსის კონცერტი Pop-Kultur Berlin-ის წლევანდელი ფესტივალის პროგრამის, Sonic Crossings-ის ფარგლებში ბერლინში, SINEMA TRANSTOPIA-ში გაიმართა. პროგრამა გოეთეს ინსტიტუტისა და Goethe-Institut im Exil-ის ინიციატივით იყო ორგანიზებული და განხორციელებული.

“ჰარაკში“ 28 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების შეძენა დაინტერესებულ პირებს Biletebi.ge-ს საშუალებით შეეძლებათ.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Doja Cat-მა დაანონსებული ალბომის ტრეკლისტი გაასაჯაროვა

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი ლიონში სოლო კონცერტით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი