ლებრონ ჯეიმსის თქმით, მისი სიყვარული დრეიკისადმი არ გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არიან

ლებრონსა და დრეიკს ახლო მეგობრობა 2009 წლიდან აკავშირებდათ. თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დრეიკი კენდრიკ ლამართან კონფლიქტში ჩაერთო.
ლებრონ ჯეიმსი და დრეიკი. 2019 წლის ორი აგვისტო
GEORGE PIMENTEL/GETTY IMAGES

მიუხედავად იმისა, რომ დრეიკი და ლებრონ ჯეიმსი წელიწადზე მეტია, აღარ მეგობრობენ, კალათბურთელი მაინც ხაზგასმით აცხადებს, რომ არტისტს დიდ პატივს სცემს.

ლებრონ ჯეიმსმა დრეიკთან ამჟამინდელ ურთიერთობაზე Complex-ის ჟურნალისტ სპიდი მორმონთან ინტერვიუში ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ სუპერვარსკვლავებს ახლო ურთიერთობა აღარ აქვთ, ლებრონი მაინც ამტკიცებს, რომ დრეიკის მიმართ მისი სიყვარული უცვლელია.

„ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ. ბუნებრივია, ახლა სხვადასხვა ეტაპზე ვართ: ის თავის საქმეს აკეთებს, მე – ჩემსას, მაგრამ სიყვარული არსად გამქრალა,” – თქვა სპორტსმენმა.

ლებრონსა და დრეიკს ახლო მეგობრობა 2009 წლიდან აკავშირებდათ. ამ დროს რეპერი So Far Gone-ის ეპოქას იწყებდა. 2023 წელს დრეიკი ლოს-ანჯელესში გამართული კონცერტისას სცენაზე ლებრონთან და მის შვილთან, ბრონისთან ერთად ავიდა მას შემდეგ, რაც კალათბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დრეიკი კენდრიკ ლამართან კონფლიქტში ჩაერთო. გასულ ივნისს ლებრონი კენდრიკის კონცერტს დაესწრო, რაც დრეიკმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და ეს უკმაყოფილება რამდენიმე ტრეკშიც გამოხატა. ინტერნეტში არაოფიციალურად გავრცელებულ Fighting Irish Freestyle-ში დრეიკის ადრესატი, როგორც ჩანს, ლებრონ ჯეიმსია. ტექსტში დრეიკმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის უფრო პირადულია, ვიდრე მხოლოდ ბიზნესი. Fighting Irish Freestyle არ იყო ერთადერთი ტრეკი, რომელშიც დრეიკი, სავარაუდოდ, თავის კალათბურთელ მეგობარს გულისხმობდა. იგივე შინაარსობრივი ხაზი გამოიკვეთა ივლისში გავრცელებულ ტრეკშიც – What Did I Miss?.

დრეიკმა ასევე მოიშორა ლებრონ ჯეიმსთან დაკავშირებული ტატუც და ის ახალი სიმბოლოთი დაფარა.

ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა ლებრონი დრეიკის სიმღერების ადრესატი დაანონსებულ ალბომში – Iceman.

ნახეთ ლებრონ ჯეიმსის ინტერვიუ, სადაც ის დრეიკისადმი თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფილარმონიის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

შემდეგი სტატია

Doja Cat-მა დაანონსებული ალბომის ტრეკლისტი გაასაჯაროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი