Daft Punk-ის კოლექცია Fortnite-ში 31 სიმღერას მოიცავს

სათამაშო პლატფორმის თქმით, პროექტი „Fortnite-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მუსიკალური გამოცდილებაა”.
Daft Punk x Fortnite

Fortnite საბოლოოდ გაამხელს, თუ რას გულისხმობს „ყველაზე დიდ მუსიკალურ გამოცდილებაში”, როცა 27 სექტემბერს თამაშში Daft Punk-ის კოლექცია ჩაეშვება.

მუსიკალური ჯგუფისა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის კოლაბორაცია მოიცავს 31 სიმღერას დუეტის კატალოგიდან, რომლებიც სხვადასხვა ინტერაქტიულ ოთახში იქნება განთავსებული. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, თავად გამიქსონ სიმღერები, აცეკვონ თავიანთი ავატარები Daft Club-ში, სადაც ნაჩვენები იქნება ბენდის 2007 წლის ტურნეს კადრები. ასევე შეეძლებათ, შექმნან ლეგოს მუსიკალური ვიდეოები ბენდის მონაწილეობით.

Fortnite-ის მაღაზიაში ხელმისაწვდომი იქნება ჯგუფის სავიზიტო ჩაფხუტები, კოსტიუმები და აქსესუარები, ასევე ინსტრუმენტები და კომპოზიცია Get Lucky. Daft Punk-ის დიდი ხნის პარტნიორი Hervet Manufacturier კი შექმნის ავეჯს, რომელიც თამაშში იქნება ინტეგრირებული.

Fortnite-ს მუსიკალური კოლაბორაციები მანამდეც არაერთხელ ჰქონია, მათ შორის ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა ტრევის სკოტი, PARTYNEXTDOOR, ბრუნო მარსი, არიანა გრანდე, ბილი აილიში, სნუპ დოგი, ემინემი და Marshmello. Daft Punk სიას ოფიციალურად შაბათს, 27 სექტემბერს შეუერთდება, როცა The Daft Punk Experience თამაშში ჩაეშვება.

„წლებია, მომხმარებლები თამაშში Daft Punk-ის შემოყვანას გვთხოვენ,” – ამბობს ალექს რიგოპულოსი – Epic Games-ის გეიმ დეველოპმენტის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი. „ის ბოლო 30 წლის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ინოვაციური მუსიკალური დუეტია, ასე რომ, მასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა აგვეყვანა. წარსულში გვქონია საოცარი კონცერტები, რომლებიც 10-15 წუთი გრძელდებოდა და სრულდებოდა, ქრებოდა.  Daft Punk-ისთვის კი რაღაც უფრო დიდი, ღრმა და ხანგრძლივი ეფექტის მქონე გვინდოდა. რაღაც ისეთი, რის გაკეთებასაც ფანები არა ერთჯერადად, არამედ განმეორებითად შეძლებდნენ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნაილ როჯერსი და დუა ლიპა MSG-ის შოუზე, Chic-ის კლასიკური ჰიტის Le Freak-ის შესრულებისას. 20 სექტემბერი, 2025 წელი, ნიუ იორკი / Madison Phipps

დუა ლიპამ და ნაილ როჯერსმა ნიუ-იორკში MSG-ის შოუზე ამერიკული დისკო ჯგუფის, Chic-ის კლასიკური ჰიტი Le Freak შეასრულეს

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი - Speed Demon Courtesy Photo

ჯასტინ ბიბერმა Speed Demon-ის ვიდეო გააზიარა, რითაც 2026 წლის Coachella-ზე ჰედლაინერ სეტი დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი