ჯასტინ ბიბერმა Speed Demon-ის ვიდეო გააზიარა, რითაც 2026 წლის Coachella-ზე ჰედლაინერ სეტი დააანონსა

შავ-თეთრი ვიდეოკლიპი Empire Polo Club-ში, კალიფორნიაში გადაიღეს, სადაც ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება
ჯასტინ ბიბერი - Speed Demon Courtesy Photo
ჯასტინ ბიბერი – Speed Demon Courtesy Photo

ჯასტინ ბიბერმა  ალბომ Swag II-ის ახალი სინგლის, Speed Demon-ის შავ-თეთრი ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა და ამავე დროს, 2026 წელს, Coachella-ზე ჰედლაინერ სეტი დააანონსა. ვიდეოში არტისტი კალიფორნიაში,  Empire Polo Club-ის ცარიელ მდელოზე, სწორედ იმ ლოკაციაზე ჩნდება, სადაც Coachella-ს ფესტივალი ყოველწლიურად იმართება.

მუსიკალური კლიპის რეჟისურა და მონტაჟი რორი კრამერს ეკუთვნის, რომელსაც ასევე უთანამშრომლია Chainsmokers-სა და შონ მენდესთან. ვიდეოს მინიმალისტური და მსუბუქი ატმოსფერო დაჰყვება, რომელიც ალბომის ხასიათს ასახავს. 

ჯასტინ ბიბერმა კლიპი ინსტაგრამზე შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: see u in april.

მომღერალმა ინსტაგრამზე ოჯახური კადრებიც გააზიარა, სადაც ერთ ფოტოში თავის ერთი წლის შვილითან, ჯეკ ბლუზ ბიბერთან ერთადაა,  მომდევნოში კი ჰეილი ბიბერთან და შვილთან ერთად. სიმღერა Speed Demon Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველივე კვირაში 66-ე ადგილზე მოხვდა.

გასულ კვირას ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ჯასტინ ბიბერი მომავალ წელს Coachella-ს ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი საბრინა კარპენტერთან და კაროლ ჯისთან ერთად იქნება. ფესტივალის ლაინაფში ასევე ვხვდებით ისეთ ცნობილ არტისტებს, როგორებიც არიან: The XX, Nine Inch Noize, Disclosure, The Strokes, Addison Rae, Labrinth, BIGBANG, Major Lazer, Iggy Pop, Wet Leg და სხვები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინ ბიბერი  Coachella-ს ფესტივალზე სხვა არტისტებთან ერთად აქამდეც წარმდგარა, მომავალი წელი მისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან იგი მსმენელის წინაშე ჰედლაინერის ამპლუაში გამოჩნდება. ჯერჯერობით ჯასტინ ბიბერს ალბომების Swag/Swag II-ის მხარდამჭერი ტურნე არ დაუანონსებია. მომღერალმა ბოლოს Justice World Tour  გააუქმა ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესებისა და რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო, რამაც არტისტის სახის ნაწილობრივი დამბლა გამოიწვია. 

იხილეთ Speed Demon-ის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Daft Punk-ის კოლექცია Fortnite-ში 31 სიმღერას მოიცავს

შემდეგი სტატია

ბონ ჯოვიმ პოდკასტში ბაბუის ამპლუაში თავის ახალ ცხოვრებაზე ისაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი