დუა ლიპამ და ნაილ როჯერსმა ნიუ-იორკში MSG-ის შოუზე ამერიკული დისკო ჯგუფის, Chic-ის კლასიკური ჰიტი Le Freak შეასრულეს

პოპვარსკვლავმა ლეგენდარული მუსიკოსი ნიუ-იორკში, ოთხდღიანი კონცერტების სერიის მესამე საღამოს მიიწვია.
ნაილ როჯერსი და დუა ლიპა MSG-ის შოუზე, Chic-ის კლასიკური ჰიტის Le Freak-ის შესრულებისას. 20 სექტემბერი, 2025 წელი, ნიუ იორკი / Madison Phipps
ნაილ როჯერსი და დუა ლიპა MSG-ის შოუზე, Chic-ის კლასიკური ჰიტის Le Freak-ის შესრულებისას. 20 სექტემბერი, 2025 წელი, ნიუ იორკი / Madison Phipps

დუა ლიპა ტურნეს,  Radical Optimism World Tour-ის ფარგლებში ცნობილ არტისტებთან თანამშრომლობის ტრადიციას კვლავ აგრძელებს.

20 სექტემბერს პოპვარსკვლავმა ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ში, ოთხდღიანი კონცერტების სერიის მესამე შოუ გამართა, სადაც სცენაზე ლეგენდარული მუსიკოსი ნაილ როჯერსი მიიწვია. მუსიკოსებმა ამერიკული ჯგუფის, Chic-ის 1978 წლის კლასიკური დისკო ჰიტი Le Freak შეასრულეს.

ცნობილია, რომ დუა ლიპა  Radical Optimism-ის ფარგლებში თითოეულ ქალაქში ადგილობრივი სიმღერების ქავერ ვერსიებს ასრულებს. ტურნეს ამერიკული კონცერტები მიმდინარე თვეს ჩიკაგოში, United Center-ში დაიწყო.

Madison Square Garden-ში გამართულ წინა კონცერტებზე დუა ლიპამ ნიუ-იორკის კლასიკად ქცეული ალიშა კისის სიმღერა No One და Blondie-ს One Way or Another, სწორედ ამ ქალაქის საპატივცემულოდ შეასრულა. „აქ, ნიუ-იორკში, სიმღერების არჩევანში ნამდვილად განებივრებული ვარ.” – აღნიშნა დუა ლიპამ   Blondie-ის სიმღერის შესრულებამდე.  

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ Billboard-ის მიმოხილვას, სადაც დუა ლიპას Madison Square Garden-ში გამართული მეორე კონცერტის ხუთი საუკეთესო მომენტია განხილული.

დუა ლიპას Radical Optimism-ის ტურნეს ამერიკული ეტაპი 5 სექტებერს ჩიკაგოში გამართული კონცერტით გაიხსნა, სადაც მუსიკოსმა სცენაზე ქალაქის ლეგენდად წოდებული  ფანკის დედოფალი – ჩაკა ხანი მიიწვია. არტისტებმა 1983 წლის ჰიტი Ain’t Nobody შეასრულეს.

ქალაქებისთვის განკუთვნილი სპეციალური ქავერ სიმღერების შესრულების ტრადიცია დუა ლიპამ ჯერ კიდევ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კონცერტებზე დაიწყო, სადაც ცნობილი არტისტების – AC/DC-ის, Lorde-ისა და კაილი მინოუგის სიმღერები შეასრულა. კონცერტებზე მას სცენაზე სპეციალურად მოწვეული სტუმრებიც უერთდებოდნენ: ტროი სივანი, Tame Impala და Crowded House-ის ნილ ფინი.

მიუხედავად იმისა, რომ  ეს ტრადიცია ევროპულ ტურნეზე არც თუ ისე ხშირი იყო, დუა ლიპამ მადრიდში ენრიკე იგლესიასის ჰიტი Hero შეასრულა, ლონდონში Jamiroquai-სთან ერთად უემბლის სტადიონზე Virtual Insanity იმღერა.  მომდევნო საღამოს კი დუა ლიპას Charli XCX შეუერთდა, სადაც არტისტებმა ერთად იმღერეს ჰიტ-სიმღერა 360. 

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო, როდესაც დუა ლიპამ ლივერპულში The Zutons-ის სიმღერა Valerie ჯგუფის სოლისტ დეივ მაკკეიბისთან ერთად შეასრულა, The Beatles-ის Hey Jude კი მათ მშობლიურ ქალაქში იმღერა. დუბლინში  სიმღერა Nothing Compares 2 U დუა ლიპამ გარდაცვლილი ირლანდიელი მუსიკოსის, შინეიდ ო’კონორის ხსოვნას მიუძღვნა.   

მომღერალმა ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ში ოთხდღიანი შოუების სერია 21 სექტემბერს დაასრულა, მომდევნო კონცერტები კი მაიამიში, დალასში, ლოს ანჯელესში, სან ფრანცისკოში და სიეტლში გაიმართება.

დუა ლიპას ტურნე –  Radical Optimism World Tour არტისტის მესამე ალბომს, Radical Optimism-ს ეძღვნება, რომელიც 2024 წელს Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა. ალბომში შედის ჰიტი Houdini, რომელიც Hot Dance/Electronic Songs-ის ჩარტში  17 კვირის განმავლობაში ლიდერ პოზიციაზე იმყოფებოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი ლიონში სოლო კონცერტით წარდგა

შემდეგი სტატია

Daft Punk-ის კოლექცია Fortnite-ში 31 სიმღერას მოიცავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი