ბონ ჯოვიმ პოდკასტში ბაბუის ამპლუაში თავის ახალ ცხოვრებაზე ისაუბრა

ბრაუნმა და ბონ ჯოვიმ 21 აგვისტოს განაცხადეს, რომ გოგონა იშვილეს.
ჯეიკ ბონჯოვი, მილლი ბობი ბრაუნი, დოროთეა ჰარლი და ჯონ ბონ ჯოვი Damsel-ის მსოფლიო პრემიერაზე. ნიუ-იორკი, 2024 წლის 1-ელი მარტი.
DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

რამდენიმე კვირის წინ Stranger Things-ის მსახიობმა, მილი ბობი ბრაუნმა და ჯეიკ ბონჯოვიმ განაცხადეს, რომ გოგონა იშვილეს. ახლახან ჯონ  ბონ ჯოვიმ Bunnie xo-ის Dumb Blonde პოდკასტში ბაბუის ამპლუაში თავის ახალ ცხოვრებაზე ისაუბრა. 

„მათ გოგონა აიყვანეს, ჩვენ მას შევხვდით და იმ წამიდანვე ჩვენი შვილიშვილი გახდა, გესმით, რას ვამბობ? აცნობიერებ, რომ ეს შენი პატარაა. ასე რომ, საოცარია, მინდა ყოველდღე მისი ფოტოები ვნახო,” – თქვა ჯონ ბონ ჯოვიმ.

ბრაუნმა და ბონჯოვიმ 21 აგვისტოს განაცხადეს, რომ მშობლები გახდნენ. წყვილმა ერთობლივ განცხადებაში დაწერა: „ამ ზაფხულს ჩვენი ტკბილი გოგონას შვილად აყვანით შევეგებეთ.“

ერთი წლის წინ ბრაუნი და ბონჯოვი სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. ბრაუნი 21 წლისაა, ჯეიკ ბონჯოვი კი 23-ის, თუმცა, როგორც ჯონ ბონ ჯოვი ამბობს, წყვილი ძლიერი და მტკიცეა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ახალგაზრდა ასაკში შექმნეს: „მათ ძალიან ახალგაზრდებმა იქორწინეს, მაგრამ ასაკთან შედარებით უფრო ზრდასრულად აზროვნებენ. მათ უყვართ ერთმანეთი და უბრალოდ ვიფიქრეთ: კარგი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერთ. ყველაფერი კარგად მიდის.“

მილი ბობი ბრაუნზე საუბრისას, ჯონ ბონ ჯოვიმ თქვა: „სულ ვეუბნები, რამდენად ვაფასებ. მისი სამუშაო ეთიკა დაუჯერებელია.“

ჯონ ბონ ჯოვი Dumb Blonde-ის პოდკასტში მაშინ გამოჩნდა, როცა მისი ბენდი ჩანაწერის – Forever (Legendary Edition)-ის გამოცემისთვის ემზადება. ეს არის 2024 წლის ალბომის განახლებული ვერსია, რომელშიც კოლაბორაციები იქნება ავრილ ლავინთან, ბრიუს სპრინგსტინთან და სხვა არტისტებთან. 

მოუსმინეთ ჯონ ბონ ჯოვის სრულ ინტერვიუს Bunnie xo-თან: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი - Speed Demon Courtesy Photo

ჯასტინ ბიბერმა Speed Demon-ის ვიდეო გააზიარა, რითაც 2026 წლის Coachella-ზე ჰედლაინერ სეტი დააანონსა

შემდეგი სტატია

შოუს განუსაზღვრელი ვადით შეჩერების შემდეგ ჯიმი კიმელი ABC-ის ეთერში ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი