შოუს განუსაზღვრელი ვადით შეჩერების შემდეგ ჯიმი კიმელი ABC-ის ეთერში ბრუნდება

Jimmy Kimmel Live!-ის ახალი ეპიზოდი 23 სექტემბერს გავა ეთერში.
ABC-ის Jimmy Kimmel Live!
DISNEY/MARK SELIGER

Jimmy Kimmel Live! ABC-ის ეთერში ბრუნდება. ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ხუთი დღის წინ ტელეკომპანიამ შოუ დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ჯიმი კიმელის მიერ გაკეთებული კომენტარები, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ეხებოდა. არხის მშობელმა კომპანია Disney-მ კვირის დასაწყისში განცხადება გაავრცელა. „ჩვენ გადავწყვიტეთ, შოუს წარმოება შეგვეჩერებინა, რათა თავიდან აგვერიდებინა ისედაც დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება ჩვენი ქვეყნისთვის ემოციურად მძიმე მომენტში,” – წერია განცხადებაში. „ბოლო დღეები ჯიმისთან სიღრმისეული დიალოგი გვქონდა და ამ კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, შოუ სამშაბათს დავაბრუნოთ ეთერში.“

შოუს შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ ჯიმი კიმელი არაერთმა ვარსკვლავმა დაიცვა. ამერიკის მსახიობების, ტელე-რადიო წამყვანების, ჟურნალისტების, მომღერლების და სხვა შემოქმედებითი პროფესიონალების პროფ-კავშირმა, SAG-AFTRA-მ ABC დაგმო: „სიტყვის თავისუფლების ჩახშობა და საჯარო საკითხებზე აზრის გამოთქმისთვის რეპრესიები ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებსაც ყველა ვიზიარებთ.“

იმავე დილით, კიმელის დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე, სელენა გომესმა, ოლივია როდრიგომ, სინდი ლოპერმა, ლინ-მანუელ მირანდამ და შერილ კროუმ 400-ზე მეტ არტისტთან ერთად მოაწერეს ხელი წერილს, რომლითაც შოუს შეჩერებას აპროტესტებდნენ. წერილში ნათქვამი იყო: „გასულ კვირას ჯიმი კიმელი ეთერიდან მოხსნეს მას შემდეგ, რაც მთავრობა კერძო კომპანიას სანქციებით დაემუქრა. ეს ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისთვის რთული მომენტია. მთავრობა კრიტიკოსების გასაჩუმებლად ჟურნალისტების, შოუების წამყვანების, არტისტების, გასართობ ინდუსტრიაში მომუშავე სხვა ადამიანების საარსებო წყაროს ემუქრება.“

პარალელურად, დონალდ ტრამპი სრულიად სხვა ტონით გამოეხმაურა კიმელის შოუს შეჩერებას. Truth Social-ზე ტრამპმა 17 სექტემბერს დაწერა: „ვულოცავ  ABC-ის, რომ საბოლოოდ გაბედა და რაც საჭირო იყო, ის გააკეთა.“

კიმელი უკვე ოფიციალურად დაუბრუნდა შოუს და ახალი ეპიზოდი ეთერში 23 სექტემბერს გავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბონ ჯოვიმ პოდკასტში ბაბუის ამპლუაში თავის ახალ ცხოვრებაზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

„სოხუმელი ბიჭი“ – Tamada და DillaNext ახალ ერთობლივ ტრეკს ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი