„სოხუმელი ბიჭი“ – Tamada და DillaNext ახალ ერთობლივ ტრეკს ავრცელებენ

მუსიკის ავტორია Tamada, ტექსტი კი ზურა ჯიშკარიანს ეკუთვნის.

Tamada და DillaNext (ზურა ჯიშკარიანი) ახალ ერთობლივ ტრეკს ავრცელებენ. „სოხუმელი ბიჭი“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის მუსიკის ავტორია Tamada, ტექსტი კი ზურა ჯიშკარიანს ეკუთვნის. ჩანაწერში ელექტრო გიტარაზე ლექსო რატიანი უკრავს. სიმღერა 23 სექტემბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად წარადგინეს. კლიპის რეჟისორია შიო ხიდაშელი, ხოლო ფროდაქშენზე კომპანია Industria-მ იმუშავა.

TAMADA 2020 წელს ლაშა ჩხაპელიას მიერ შექმნილი მუსიკალური პროექტია, რომელმაც მსმენელის ყურადღება მალევე მიიპყრო.  მისი ნამუშევრები სოციალური, სატირული და რომანტიკული ტექსტებით გამოირჩევა. 

ზურა ჯიშკარიანი მწერალი, მუსიკოსი და მულტიმედია არტისტია, რომელიც მუსიკალურ სცენაზე ასევე ცნობილია ფსევდონიმით DillaNext. ქართველი მსმენელი მას არაერთი პროექტიდან იცნობს, მათ შორის არის Kung-Fu Junkie, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა და ათი წლის განმავლობაში ქმნიდა ჟღერადობას, სადაც პანკი, ელექტრონული მუსიკა და ექსპერიმენტული პოეზია ერთმანეთს ერწყმოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შოუს განუსაზღვრელი ვადით შეჩერების შემდეგ ჯიმი კიმელი ABC-ის ეთერში ბრუნდება

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-ს თქმით, მან და რიანამ ჯერ კიდევ არ იციან მესამე ბავშვის სქესი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი