Browsing Tag

DillaNext

12 posts
ცა პირობებს არ არღვევს

ნიკა კოჩაროვისა და DillaNext-ის ერთობლივი სინგლი – „ცა პირობებს არ არღვევს!“

ნიკა კოჩაროვმა და ზურა ჯიშკარიანმა, სასცენო სახელით DillaNext, მსმენელს ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარუდგინეს, რომლის გამოსვლაც არტისტებმა Zmuki Podcast-ში დააანონსეს. სიმღერა, სახელწოდებით „ცა პირობებს არ არღვევს!“ მუსიკალურ პლატფორმებზე 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ნამუშევარი ორი განსხვავებული არტისტის საინტერესო კოლაბორაციაა, სადაც სიმღერის სათაურიც თავისთავად…

DillaNext-მა ახალი მუსიკალური ვიდეო – Funk of 93 გამოაქვეყნა

მუსიკოსმა და მწერალმა ზურა ჯიშკარიანმა მუსიკალური პროექტით – DillaNext – ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით Funk of 93 და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა. ვიდეო ვაზიანშია გადაღებული. როგორც თავად ავტორი წერს, ნამუშევარი ეძღვნება „90-იანი წლების ქართული დისკურსიდან გამქრალ პერსპექტივებს – ველურ ბავშვებსა და…

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს, 20:00 საათზე დაიწყება და ვიდეოკლიპის ჩვენების შემდეგ სტუმრებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ ჩაერთონ ინტერაქციულ Q&A (კითხვა-პასუხის) სესიაში. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ თავად არტისტი ზურა…

„გამაჩუმე“ – თამადას და DillaNext-ის ახალი კოლაბორაცია

თამადამ და DillaNext-მა მსმენელს ახალი ერთობლივი ნამუშევარი წარუდგინეს. არტისტებმა სიმღერა, სახელწოდებით „გამაჩუმე“ და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვეს. ახალი სინგლის მიქსინგსა და მასტერინგზე MonkyMan-მა იმუშავა. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, კლიპის რეჟისორი შიო ხიდაშელია, პროექტის მხარდამჭერია Industria, ხოლო ტიპოგრაფია მულტიმედია არტისტს,…

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

ზურა ჯიშკარიანმა, შემოქმედებითი ფსევდონიმით DillaNext, ახალი მუსიკალური კომპოზიცია – UDARDELOBA და Address MELTARO გამოუშვა. ჩანაწერი უკვე ხელმისაწვდომია ყველა ძირითად სტრიმინგ პლატფორმაზე, მათ შორის YouTube-სა და Spotify-ზე. ზურა ჯიშკარიანი ქართველი მწერალი, მუსიკოსი და მულტიმედია არტისტია. DillaNext მისი მიმდინარე მუსიკალური პროექტი და…

„ტიტრები“ – ზურა ჯიშკარიანმა ახალი EP გამოუშვა

ზურა ჯიშკარიანმა, ფსევდონიმით DillaNext, ახალი EP სახელწოდებით „ტიტრები“ წარადგინა. ალბომი 10-წუთიანი ვიზუალური ნამუშევრის სახით გამოიცა, რომლის რეჟისორი ერეკლე ხელაშვილია. სრული EP-ის გამოცემამდე არტისტმა მასში შემავალი სინგლების ვიდეოფრაგმენტები გაავრცელა, რომლებითაც „ტიტრების“ გამოსვლა დააანონსა.  „ამ EP-ში ყველა ტრეკი სხვადასხვა ჟანრისაა, როგორც სხვადასხვაჟანრული…

ზურა ჯიშკარიანმა ახალი მუსიკალური ვიდეოს ფრაგმენტი გაავრცელა

ზურა ჯიშკარიანმა, ფსევდონიმით DillaNext, ახალი მუსიკალური ვიდეოს ფრაგმენტი გაავრცელა. ვიდეო გადაღებულია ტრეკზე, სახელწოდებით „ჸვამურიცხამ“, რომელიც არტისტის მომავალი EP-ის – „ტიტრების“ მეორე ტრეკია. როგორც მუსიკოსი წერს, ალბომში ყველა კომპოზიცია სხვადასხვა ჟანრისაა. „ტიტრები“ YouTube-ზე ერთი მთლიანი ვიდეოს სახით 27 ივნისს  გამოქვეყნდება. „ჸვამურიცხამ“…

ზურა ჯიშკარიანი მუსიკალური პროექტის – Subtropic Palimpsest Sessions-ის ფარგლებში ვიდეოს აქვეყნებს

ზურა ჯიშკარიანმა, ფსევდონიმით Dillanext, ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც პროექტის – Subtropic Palimpsest Sessions-ის ნაწილია. სესიების ფარგლებში ჩაწერილი ვიზუალური მასალა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს. აღნიშნული ვიდეო კი თეთრიხევის ჰიდროელექტროსადგურის დასახლებაშია გადაღებული. „Subtropic Palimpsest Sessions გაგრძელდება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. შეიძლება შემთხვევითაც…

T(ბ)BILISMA – ზურა ჯიშკარიანის (DillaNext) ახალი მუსიკალური ნამუშევარი  

ზურა ჯიშკარიანი მწერალი, მუსიკოსი და მულტიმედია არტისტია, რომელიც მუსიკალურ სცენაზე ასევე ცნობილია ფსევდონიმით DillaNext. ქართველი მსმენელი მას არაერთი პროექტიდან იცნობს, მათ შორის არის Kung-Fu Junkie, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა და ათი წლის განმავლობაში ქმნიდა ჟღერადობას, სადაც პანკი, ელექტრონული მუსიკა და…

„სოხუმელი ბიჭი“ – Tamada და DillaNext ახალ ერთობლივ ტრეკს ავრცელებენ

Tamada და DillaNext (ზურა ჯიშკარიანი) ახალ ერთობლივ ტრეკს ავრცელებენ. „სოხუმელი ბიჭი“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის მუსიკის ავტორია Tamada, ტექსტი კი ზურა ჯიშკარიანს ეკუთვნის. ჩანაწერში ელექტრო გიტარაზე ლექსო რატიანი უკრავს. სიმღერა 23 სექტემბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად წარადგინეს. კლიპის რეჟისორია შიო…