ფარელ უილიამსი ამერიკული ბეისბოლის ლიგის  პლეი-ოფის – 2025 წლის MLB Playoffs-ის კამპანიაში მონაწილეობს

კამპანიის ვიდეოკლიპში ფარელ უილიამსი ვოკალურ გუნდთან, Voices of Fire-თან ერთად გამოჩნდა.
ფარელ უილიამსი
DIA DIPASUPIL/GETTY IMAGES

ამერიკული ბეისბოლის ლიგის  პლეი-ოფის – 2025 წლის MLB Playoffs-ის წინ ტურნირის კამპანია, სახელწოდებით October Hits Different გავრცელდა.

კამპანიის ვიდეოკლიპში ფარელ უილიამსი და ვოკალური გუნდი Voices of Fire მონაწილეობს. ვიდეოში ასევე ჩნდება 25-კაციანი ორკესტრი, რომელიც მაიამის უნივერსიტეტის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული. კამპანია MLB-ის სტადიონის მოედანზეა გადაღებული.

კლიპში ბეისბოლის ვარსკვლავების: აარონ ჯაჯის, შოჰეი ოტანის, ქალ რაილისა და კაილ შვარბერის საუკეთესო მომენტები ჩანს.

„Voices of Fire-ის პროექტში ჩართვა აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთიანობის ძალა სპორტშიც გაცოცხლდეს,” – აღნიშნა ფარელმა განცხადებაში. კამპანია შესრულებულია Voices of Fire-ის სიმღერაზე – Are You Ready?, რომლის პროდიუსერიც თავად ფარელ უილიამსია.

ამჟამად სეზონის ჯერ კიდევ არაერთი მატჩი რჩება გასარკვევი, რაც ქომაგებისთვის უახლოეს დღეებს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. მას შემდეგ, რაც ყველა წყვილი განისაზღვრება, რაუნდი 30 სექტემბერს დაიწყება და 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საბოლოოდ კი, მხოლოდ ერთი გუნდი შეძლებს 121-ე მსოფლიო სერიის თასის მოპოვებას.

„October Hits Different-ის საშუალებით გვინდოდა პლეი-ოფის მასშტაბის მუსიკით გადმოცემა,“ – აღნიშნა MLB-ის მარკეტინგის დირექტორმა. მისი შეფასებით, Voices of Fire-ის ეს სიმღერა, რომელიც ფარელთან კოლაბორაციითაა შექმნილი და ცოცხალი ორკესტრის თანხლებით სრულდება, ზუსტად ასახავს ამ მასშტაბურობას და დიდი მიზნისკენ სწრაფვას.  

იხილეთ ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საუდის ეროვნული ორკესტრისა და გუნდის ისტორია: ერის ხმა

შემდეგი სტატია

ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

ქართული ცეკვის ლეგენდად ქცეული – ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი