ქართული ცეკვის ლეგენდად ქცეული – ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

25 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო
ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

ცნობილმა ქართველმა მოცეკვავემ, ომარ მხეიძემ სცენას თავისი ცხოვრების 75 წელზე მეტი მიუძღვნა, ხოლო „სუხიშვილებთან“ გატარებული სამი ათეული წლის განმავლობაში ქართული ცეკვა მსოფლიოს კულტურულ საგანძურად აქცია. ის ანსამბლის წამყვანი სოლისტი იყო და ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთ სახედ სამუდამოდ დამკვიდრდა.

ცნობილ მოცეკვავეს მრავალი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული. იგი გახდა საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, 2014 წელს კი ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა „საუკუნის მოცეკვავედ“ დაასახელა. 2025 წელს თბილისის საკრებულომ მთაწმინდის რაიონში ქუჩას ომარ მხეიძის სახელი მიანიჭა.

25 სექტემბერს გამართულ საიუბილეო საღამოში მონაწილეობდნენ „სუხიშვილები“, „შვიდკაცა“, „ალილო“, მაია ჯაბუა, მურმან ჯინორია, ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემია და ანსამბლი „ქართული ფესვები“. ღონისძიების რეჟისორი დავით საყვარელიძე იყო, წამყვანები ნიკოლოზ წულუკიძე და ნუცა ქავთარაძე, სცენარის ავტორი – ანა კალანდაძე, პროდიუსერი – ლალუკა იობაშვილი.

დავით საყვარელიძე რეჟისორი:

„რამდენიმე თვის წინ თბილისის საკრებულომ ერთ-ერთ ქუჩას ბატონი ომარ მხეიძის სახელი მიანიჭა. ეს ფაქტი არა მხოლოდ მისი ოჯახისათვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი, ვისაც ქართული ცეკვა უყვარს. ომარ მხეიძის სახელთან დაკავშირებულია სინატიფე, ვაჟკაცობა და ის მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ქართულ ქორეოგრაფიაში უმაღლესი პროფესიონალიზმის დონეზეა აყვანილი.

ომარ მხეიძის საიუბილეო საღამოზე ის ადამიანები შევკრიბეთ, რომლებიც მას ყველაზე ახლოს იცნობდნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან „სუხიშვილები“,  ანსამბლი, სადაც ბატონმა ომარმა მრავალი წელი იცეკვა. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „სუხიშვილების“ მთელ გუნდს. ასევე აქ წარმოდგენილი არიან ჩვენი გამორჩეული მომღერლები და ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ალილო“, ქალბატონი მაია ჯაბუა და ყველასათვის საყვარელი მსახიობი მურმან ჯინორია, რომელთანაც ბატონმა ომარმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „გამოაღეთ ფანჯრები.

ეს საღამო არის ერთგვარი შეჯამება და ზეიმი, რომლის მეშვეობითაც მთელ საქართველოს მივულოცავთ ომარ მხეიძის 90 წლის იუბილეს. განსაკუთრებით კი უნდა მივულოცოთ თბილისს, სადაც მისი სახელობის ქუჩა არსებობს. მისი სახელი საუკუნეებს გაუძლებს.”

ცნობილი მოცეკვავის საიუბილეო საღამო ქართულ ქორეოგრაფიაში მის დაუღალავ შრომასა და ღვაწლს ასახავს და ამასთან,  მადლიერების და სიყვარულის გამოხატვაა მისი შემოქმედებისადმი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფარელ უილიამსი ამერიკული ბეისბოლის ლიგის  პლეი-ოფის – 2025 წლის MLB Playoffs-ის კამპანიაში მონაწილეობს

შემდეგი სტატია

Doja Cat - Steve Jennings/Getty Images

Primavera Sound Barcelona-ს ფესტივალმა 2026 წლის ჰედლაინერები დაასახელა: The Cure, Doja Cat, Gorillaz, The XX

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი