Primavera Sound Barcelona-ს ფესტივალმა 2026 წლის ჰედლაინერები დაასახელა: The Cure, Doja Cat, Gorillaz, The XX

ფესტივალი Primavera Sound Barcelona მომავალი წლის 4-6 ივნისს Parc del Fòrum-ში გაიმართება.
Doja Cat - Steve Jennings/Getty Images
Doja Cat – Steve Jennings/Getty Images

Primavera Sound Barcelona-ს ფესტივალმა 2026 წლის ზაფხულის ლაინაფი დააანონსა, სადაც მთავარი გამომსვლელები The Cure, Doja Cat, The xx, Addison Rae, PinkPantheress, Gorillaz, Massive Attack, Skrillex და My Bloody Valentine იქნებიან. ფესტივალი 4-6 ივნისს Parc del Fòrum-ში გაიმართება.

150 არტისტს შორის, რომლებიც ასევე 25 სექტემბერს დასახელდნენ, არიან: Mac DeMarco, Peggy Gou, Lola Young, Father John Misty, Ethel Cain, Role Model, Bad Gyal, Big Thief, Wet Leg, Little Simz, Slowdive, Kneecap, Alex G, Marina, Jade, Amaarae, Knocked Loose, Dijon და Blood Orange და სხვები. 

The Cure-ს გასული წლის ნოემბერში ლონდონში, Troxy-ს საკონცერტო დარბაზში ჰქონდა კონცერტი, სადაც ბენდის ალბომის, Songs of a Lost World-ის ნაწილობრივი პრეზენტაციაც შედგა. ივნისში კი ოლივია როდრიგოსთან ერთად Glastonbury-ს ფესტივალზე გამოჩნდა და პოპულარული ჰიტები Friday I’m in Love და Just Like Heaven შეასრულა.

ბენდმა 2024 წელს 16-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც მალევე მოჰყვა ლაივ-ალბომი Songs of a Live World. დეკემბერში კი რობერტ სმიტმა  ახალი პროექტის შესაძლო გამოშვებასთან დაკავშირებით  მიანიშნა. 

„კიდევ ერთი ალბომი გვაქვს, რომელიც თითქმის მზადაა გამოსაცემად. ეს ერთგვარი თანამგზავრია პირველი ალბომის. კიდევ არის მესამე ალბომი, რომელიც სრულიად განსხვავებულია – უფრო ღამის სტუდიური სესიების დროს შემთხვევითი ჩანაწერებისგან შედგება, თუმცა ზოგი მათგანი მართლაც ძალიან, ძალიან კარგია, უბრალოდ მთლიანად სხვა ხასიათისაა.“  – აღნიშნა რობერტ სმიტმა ინტერვიუში.

2026 წლის Primavera Sound Barcelona-ზე, რომელიც 3-დან 7 ივნისის ჩათვლით გაიმართება, ასევე წარდგებიან: Rilo Kiley, Slowdive, Viagra Boys, Cameron Winter, Cara Delevingne, Caroline, Fcukers, Geese, Lambrini Girls, Melt-Banana, Merzbow, Panda Bear, Texas Is the Reason, Water From Your Eyes და სხვები.

Primavera Sound Barcelona-ს წინა ფესტივალის მთავარი გამომსვლელები კი იყვნენ: Charli XCX, Chappell Roan და Sabrina Carpenter, ფესტივლზე ასევე წარდგნენ: LCD Soundsystem, FKA Twigs, Haim, IDLES, Turnstile, Fontaines D.C., Jamie xx და სხვები.

ნახეთ Primavera Sound 26-ის სრული განრიგი ქვემოთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

ქართული ცეკვის ლეგენდად ქცეული – ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

შემდეგი სტატია

ლექსო რატიანი - საქართველოში მარტო / Sakartveloshi Marto

ლექსო რატიანის სიმღერა და ვიდეოკლიპი  „საქართველოში მარტო“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” - აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
მეტი
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართება

ვოკალური მუსიკის საღამოზე - „ესპანური რიტმები” მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, ოპერის ორკესტრი და მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი წარდგებიან.
მეტი

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაა, 2-23 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
მეტი