მერაია კერი შვიდი წლის შემდეგ პირველ ალბომს გამოსცემს

Here For It All მოიცავს კოლაბორაციებს Anderson .Paak-სა და The Clark Sisters-სთან.
მერაია კერი
MICHAEL TRAN/AFP VIA GETTY IMAGES

მერაია კერის სიკაშკაშე მის მე-16 ალბომშიც არ ჩამქრალა. Here For It All პარასკევს, 26 სექტემბერს გამოვიდა. 

11-სიმღერიან ალბომს წინ უძღოდა ორი სინგლი: Type Dangerous და Sugar Sweet, რომელშიც მონაწილეობენ Shenseea და Kehlani. რაც შეეხება Type Dangerous-ს, 2025 წლის MTV VMA-ზე მან საუკეთესო R&B-ის ნომინაცია მოიგო, ამავდროულად გახდა კერის საიუბილეო, 50-ე ჰიტი Billboard Hot 100-ში. 

ახალი ალბომი მოიცავს კოლაბორაციებს Anderson .Paak-სა (Play This Song) და The Clark Sisters-სთან (Jesus I Do). მიუხედავად იმისა, რომ SZA მასში არ მონაწილეობს, Apple Music-ის საუბრების ფარგლებში მან და კერიმ გულშემატკივარს ალბომის გამოსვლამდე მისი ერთ-ერთი სიმღერის, In Your Feelings-ის ნაწყვეტი მოასმენინეს.

@billboard @SZA is all of us ❤️ @Mariah Carey shares a snippet of “In Your Feelings” from her upcoming album ‘Here For It All’ during her Apple Music conversation in NYC. #interview #sza #mariahcarey #newmusic ♬ original sound – billboard

CBS Mornings-თან ინტერვიუში კი მომღერალმა ალბომის სახელწოდებაზე და სიმღერების განლაგებაზე ისაუბრა. „ალბომის ბოლო სიმღერა პირველ რიგში გადავწყვიტე და ვთქვი, რომ ეს იქნებოდა Here For It All. ასევე მსურდა, რომ სწორედ ეს ყოფილიყო ალბომის სახელწოდებაც. ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან კარგად ჟღერს და არ მინდოდა, ვინმეს გამორჩენოდა,” – აღნიშნა კერიმ. 

Here For It All მომღერლის ბოლო სტუდიური ალბომიდან შვიდი წლის შემდეგ გამოვიდა. 2018 წელს გამოცემული Caution მოიცავდა კოლაბორაციებს ტაი დოლა საინთან (The Distance), Slick Rick-სა და Blood Orange-თან (Giving Me Life) და Gunna-სთან (Stay Long Love You). ალბომი მეხუთე ადგილზე გავიდა Billboard 200-ში და R&B/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტის ლიდერი გახდა.

მოუსინეთ ალბომს Here For It All:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ედ შირანის ახალ კლიპზე საქართველოში დაფუძნებულმა კომპანიებმა – shelter.film-მა და Radioactive Shelter-მა იმუშავეს 

შემდეგი სტატია

საუდის ეროვნული ორკესტრისა და გუნდის ისტორია: ერის ხმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი