ლეონარდო დიკაპრიო “ოაზისის” კონცერტის დაუვიწყარ გამოცდილებას იხსენებს, როცა დარბაზში პოლ მაკარტნისთან ერთად იჯდა

„ეს პატივისცემის დიდებული გამოხატულება იყო,” – ამბობს მსახიობი.
ლეონარდო დიკაპრიო
JAMIE MCCARTHY/WIREIMAGE

არც ისე ბევრ ადამიანს ეძლევა საშუალება, „ოაზისის” ისტორიულ ტურნეს დაესწროს, მაგრამ კიდევ უფრო ცოტას აქვს შანსი, თქვას, რომ ჯგუფის შოუს, არც მეტი, არც ნაკლები, პოლ მაკარტნისთან ერთად უყურეს. ლეონარდო დიკაპრიო კი ერთ-ერთი მათგანია.

ახალ ინტერვიუში მსახიობი აღფრთოვანებით საუბრობს ლიამ და ნოელ გალაგერების კონცერტზე, რომელიც Rose Bowl-ზე სექტწემბრის დასაწყისში შედგა. 

„ეს დაუჯერებელი იყო. საოცარია მათი კვლავ ერთად ნახვა,” – ამბობს დიკაპრიო. „პოლ მაკარტნიც იქ იყო და მგონი, Beatles-ის სიმღერაც შეასრულეს. მის გვერდით სექციაში ვიჯექი და მახსოვს, როცა მთელი სტადიონი პოლისკენ შემოტრიალდა და ტაშს უკრავდა. საოცარი იყო. ეს პატივისცემის დიდებული გამოხატულება იყო. ასე რომ, ნამდვილად განსაკუთრებული საღამო შედგა.”

მართლაც, ტურნესთვის „ოაზისმა” The Beatles-ის Octopus’s Garden-ის ნაწილები თავისი სიმღერის, Little by Little-ის დასასრულად დაამატა. 6 სექტემბერს პასადენაში გამართული კონცერტის შემდეგ კი თავად მაკარტნიმ პაპარაცის უთხრა, რომ შოუ გასაოცარი იყო.

„ოაზისის” ტურნეზე ისაუბრა დიკაპრიომაც: „ეს დიდებული ტურნე იყო… ყველა აღტაცებული დარჩა.”

ოსკაროსანმა მსახიობმა გალაგერების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რედიოჰედს შეადარა, რომელიც დიკაპრიომ მანამდე მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის შეაქო.

„ოაზისის” Live ’25 ტურნეს დასრულებამდე სულ რამდენიმე თვე რჩება. ტურნე 4 ივლისს ევროპაში დაიწყო. აგვისტოში კი გალაგერები და მათი ბენდი ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრნენ. 

ბენდის მომდევნო კონცერტები 27 და 28 სექტემბერს ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართება. ჯგუფი ტურნეს აზიის, ავსტრალიისა და ლათინური ამერიკის ხანმოკლე სერიებით დასრულდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლექსო რატიანი - საქართველოში მარტო / Sakartveloshi Marto

ლექსო რატიანის სიმღერა და ვიდეოკლიპი  „საქართველოში მარტო“

შემდეგი სტატია

როგორ მიაგებს პატივს გრემის ცერემონიაზე ხმის ჩამწერი აკადემია 2025 წელს გარდაცვლილ მუსიკოსებს?

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი