ლექსო რატიანის სიმღერა და ვიდეოკლიპი  „საქართველოში მარტო“

ლექსო რატიანი - საქართველოში მარტო / Sakartveloshi Marto
ლექსო რატიანი – საქართველოში მარტო / Sakartveloshi Marto

26 სექტემბერს ლექსო რატიანმა მსმენელს სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი „საქართველოში მარტო“ წარუდგინა. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ეს კომპოზიცია თინეიჯერობაში დაწერა, კლიპის გადაღება კი სამი წლის წინ დაიწყეს, თუმცა მასზე მუშაობა ახლახანს განახლდა: 

 „ეს არის ჩემი თინეიჯერობის დროს დაწერილი სიმღერა, რომელზეც სამი წლის წინ გადავიღეთ კლიპი. შემდეგ მუსიკაში რაღაცები აღარ მოგვეწონა და გარკვეული ხნით თაროზე შემოვდეთ. ეს გარკვეული დრო კი სამ წელს გაგრძელდა. ახლახან დავამთავრეთ მასზე მუშაობა, გამოვაქვეყნეთ და იმედი მაქვს, ხალხს მოეწონება.“  –  ამბობს ლექსო რატიანი.

სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად ლექსო რატიანია, ხოლო მუსიკალური პროდიუსინგი თორნიკე გველესიანს და ირაკლი მარგიშვილს ეკუთვნის. თორნიკე გველესიანს ეკუთვნის ასევე მიქსი და მასტერინგი, ხმის ჩამწერი ინჟინერი კი ალეკო ბერძენიშვილი იყო. ინსტრუმენტულ ნაწილში მონაწილეობენ გიგი კობერიძე (დასარტყამი), სიმონ ბითაძე (ბასი), მარიამ კოკელაძე (ბექ ვოკალი) და ბექა გოჩიაშვილი (სინთეზატორი).

ვიდეორგოლის რეჟისორი ირაკლი მარგიშვილია, სცენარის ავტორი – მინდია არაბული, ოპერატორი კი  შიო ხიდაშელი. მხატვრულ გაფორმებაზე მარიამ საკნელაშვილი, ნანა გაბელაია და კესანე ბაბუნაშვილი ზრუნავდნენ.

 მოისმინეთ ლექსო რატიანის სიმღერა:  „საქართველოში მარტო”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Doja Cat - Steve Jennings/Getty Images

Primavera Sound Barcelona-ს ფესტივალმა 2026 წლის ჰედლაინერები დაასახელა: The Cure, Doja Cat, Gorillaz, The XX

შემდეგი სტატია

ლეონარდო დიკაპრიო “ოაზისის” კონცერტის დაუვიწყარ გამოცდილებას იხსენებს, როცა დარბაზში პოლ მაკარტნისთან ერთად იჯდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი