როგორ მიაგებს პატივს გრემის ცერემონიაზე ხმის ჩამწერი აკადემია 2025 წელს გარდაცვლილ მუსიკოსებს?

წელს მუსიკის არაერთი ლეგენდა გარდაიცვალა, მათ შორის: ბრაიან უილსონი, ოზი ოსბორნი, სლაი სტოუნი და რობერტა ფლეკი.
The Beach Boys-ის ბრაიან უილსონი. 1966 წელი.
Michael Ochs Archives/Getty Images

2026 წლის გრემის ცერემონიამდე ოთხ თვეზე მეტი დარჩა, თუმცა ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური სექცია უკვე ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. წელს მუსიკის არაერთი ლეგენდა გარდაიცვალა, მათ შორის: ბრაიან უილსონი, ოზი ოსბორნი, სლაი სტოუნი და რობერტა ფლეკი. ყველა მათგანს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ხმისჩამწერი აკადემიის ჯილდო განსაკუთრებული კარიერული მიღწევებისთვის.

ბოლო წლებში გრემი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გარდაცვლილი არტისტების გახსენებაზე. შარშან ცერემონიაზე კვინსი ჯონსს მუსიკალური ნომრებით მიაგეს პატივი. 2024 წელს In Memoriam-ის ფარგლებში გრემის ორგანიზატორებმა, ნომინანტებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ტონი ბენეტი, შინეიდ ო’კონორი, კლარენს ავანტი და ტინა ტერნერი გაიხსენეს. 

გარდაცვლილ მუსიკოსებს სპეციალური სექციები წინა წლების გრემის დაჯილდოებებზეც ეძღვნებოდა.

და ვის მიაგებენ განსაკუთრებულ პატივს 68-ე გრემის ცერემონიაზე, რომელიც 1-ელ თებერვალს გაიმართება? ოსბორნი, უილსონი და სლაი სტოუნი გამოკვეთილ ფიგურებად მიიჩნევიან, თუმცა სავარაუდოა, რომ ფლეკიც არ დარჩება უყურადღებოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით ადრე – წინა წლის შოუდან სამ კვირაში, 2025 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 1974 წელს ფლეკი გრემის ისტორიაში პირველი არტისტი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო „წლის ჩანაწერის“ ჯილდო.

ფლეკის Killing Me Softly With His Song ანდრა დეიმ BET Awards-ის ცერემონიაზე 9 ივნისს შეასრულა. ოზბორნის პატივსაცემად კი 7 სექტემბერს MTV Video Music Awards-ზე სტივენ ტაილერმა, ჯო პერიმ, იუნგბლადმა და ნუნო ბეტენკურმა სამი სიმღერა წარადგინეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლეონარდო დიკაპრიო “ოაზისის” კონცერტის დაუვიწყარ გამოცდილებას იხსენებს, როცა დარბაზში პოლ მაკარტნისთან ერთად იჯდა

შემდეგი სტატია

Vie – Doja Cat-მა ახალი ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი