Vie – Doja Cat-მა ახალი ალბომი გამოსცა

ალბომი 15 სიმღერას აერთიანებს და მოიცავს მხოლოდ ერთ კოლაბორაციას SZA-სთან.
Doja Cat ესწრება MTV Video Music Awards 2025-ის ცერემონიაზე. ნიუ-იორკი, 2025 წლის 7 სექტემბერი.
MTV Video Music Awards 2025

Doja Cat პოპს დაუბრუნდა. არტისტმა 26 სექტემბერს ალბომი – Vie გამოსცა, რომელიც 15 სიმღერას აერთიანებს. ალბომი მოიცავს მხოლოდ ერთ კოლაბორაციას SZA-სთან. Vie-ს წამყვანი სინგლია Jealous Type, რომელიც Doja-მ 2025 წლის VMA-ზე საქსოფონისტ Kenny G-სთან ერთად შეასრულა.

მუსიკოსის თქმით, Vie უფრო პოპზეა ორიენტირებული, განსხვავებით მისი 2023 წლის რეპ-ალბომისგან – Scarlet. მუსიკოსის თქმით, ნამუშევარი შინაარსობრივად ეხება სიყვარულს, რომანტიკულ ურთიერთობებსა და სექსს. ალბომის ჟღერადობაში იგრძნობა 80-იანი წლებით შთაგონებული პოპ ენერგია, რომელიც, მაგალითად, კარგად ჩანს ჰიტში – Say So.

მომღერალმა და რეპერმა Apple Music-თან ინტერვიუში პროდიუსერ ჯეკ ანტონოფთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩანაწერის შექმნის წინაპირობა ძალიან პირადი გამოცდილება იყო:

„ეს იყო პირად თემებზე საუბარი და ამავდროულად ახლის შექმნა, ახალი ადამიანის გაცნობა და ყველაფერი ბუნებრივად დალაგდა. ჯეკ ანტონოფი საოცარი ადამიანი აღმოჩნდა, მასთან მუშაობა მართლაც სასიამოვნო იყო,“ – თქვა Doja Cat-მა.

ახლა, როცა ალბომი უკვე ხელმისაწვდომია, Doja Cat მას Ma Vie World Tour-ის ფარგლებში წარადგენს. ამ ეტაპზე კონცერტები დაანონსებულია აზიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. 4 ოქტომბერს კი მუსიკოსი Saturday Night Live-ის სცენაზე გამოჩნდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როგორ მიაგებს პატივს გრემის ცერემონიაზე ხმის ჩამწერი აკადემია 2025 წელს გარდაცვლილ მუსიკოსებს?

შემდეგი სტატია

Mechanical Rainbow-მ კონცერტი დაანონსების გარეშე გამართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი