Bad Bunny 2026 წლის Super Bowl Halftime Show-ს ჰედლაინერი იქნება

შოუ 8 თებერვალს შედგება.
Bad Bunny
CHEERY VIRUET

ოფიციალური ინფორმაციით, Bad Bunny 2026 წლის Super Bowl Halftime Show-ს ჰედლაინერი იქნება. შოუ 8 თებერვალს კალიფორნიაში, სანტა კლარაში, Levi’s-ის სტადიონზე შედგება.

„ის, რასაც ვგრძნობ, ჩემ მიღმაა,” – თქვა არტისტმა ახალი ამბის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. „ეს მათთვისაა, ვინც ჩემამდე იყო; ვინც უსასრულო იარდები ირბინა იმისთვის, რომ დღეს მე აქ მოსვლა და „ტაჩდაუნის” აღება შემძლებოდა… ეს ჩემი ხალხისთვისაა, ჩემი კულტურისა და ჩვენი ისტორიისთვის.”

„წადი და ბებიას უთხარი, რომ ჩვენ Super Bowl Halftime Show-ზე ვიქნებით,” – დაასრულა არტისტმა ესპანურ ენაზე. 

ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა პუერტო-რიკოელი მეგავარსკვლავი Super Bowl-ის სცენას დაიკავებს. პირველად ის 2020 წელს მოწვეული სტუმრის რანგში შაკირასა და ჯენიფერ ლოპესის შოუზე წარდგა. 

Bad Bunny-სთვის ეს წელი წარმატებებით დახუნძლული იყო: რიგით მეექვსე სოლო ალბომის, Debí Tirar Más Fotos-ის გამოცემის შემდეგ – რომელიც Billboard 200-ის ლიდერი გახდა და რომლის 17 სიმღერიდან ყველა მოხვდა Billboard Hot 100-ში – ამბიციური და წარმატებული 30-დღიანი რეზიდენცია წამოიწყო პუერტო-რიკოში. პროექტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ მან მნიშვნელოვნად გაზარდა კუნძულის ეკონომიკა და მიიზიდა მაღალი რანგის სტუმრები.

გასული წლის Halftime Show-ს ჰედლაინერი კენდრიკ ლამარი იყო. მანამდე Super Bowl-ის სცენაზე წარდგნენ: აშერი (2024 წელს), რიანა (2023 წელს), Dr. Dre და მეგობრები (2022 წელს), The Weeknd (2021 წელს) და ჯენიფერ ლოპესი და შაკირა (2020 წელს). ლამარის Halftime Show-მ რეკორდი დაამყარა და 133.5 მილიონი მაყურებლით ყველაზე ყურებადი შოუ გახდა. 2019 წლიდან ღონისძიების ორგანიზატორი NFL-თან ერთად ჯეი-ზის კომპანია Roc Nation-ია.

„რაც ბენიტომ გააკეთა და კვლავაც აკეთებს პუერტო-რიკოსთვის, ეს მართლაც შთამაგონებელია,” – თქვა ჯეი-ზიმ განცხადებაში. „ჩვენთვის პატივია მისი ყოფნა მსოფლიოს უდიდეს სცენაზე.”

Bad Bunny-ს კარიერული მიღწევები უდავოა: ოთხი ლიდერი ალბომი, Hot 100-ის 113 ჰიტი (მათ შორის 15 ტოპ ათეულში), სამი გრემი, ერთი ლიდერი სინგლი და რეკორდების აურაცხელი რაოდენობა; კოლაბორაციები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ქარდი ბი, The Weeknd, ტრევის სკოტი, დუა ლიპა, რიკი მარტინი და ჯეი ბალვინი; სამსახიობო კამეოები ფილმებში Happy Gilmore 2 და Caught Stealing. ის აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ძალა, რომელმაც ესპანურენოვანი მუსიკა აშშ-ში მეინსტრიმ დონეზე აიყვანა, ახლა კი მას მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენაზე გაიტანს.

„Bad Bunny გამოხატავს გლობალურ ენერგიასა და კულტურულ ძალას, რომელიც დღევანდელ მუსიკალურ სცენას განსაზღვრავს,” – ამბობს ჯონ ბარკერი, NFL-ის ღონისძიებების ვიცე-პრეზიდენტი. „როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი მთელ მსოფლიოში, მისი უნიკალური უნარი – გააერთიანოს ჟანრები, ენები და აუდიტორიები – მას ხდის ბუნებრივ არჩევანს, დაიკავოს Super Bowl-ის სცენა. ვიცით, რომ მისი დინამიკური შესრულება, კრეატიული ხედვა და ძლიერი კავშირი ფანებთან დაუვიწყარ გამოცდილებას შექმნის – იმას, რასაც ასეთი საკულტო მომენტისგან ველოდებით.”

Super Bowl 8 თებერვალს შედგება და NBC-ს პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ეს იქნება რიგირთ მეშვიდე წელი, რაც ღონისძიებას Roc Nation გეგმავს და მეოთხე წელი, რაც მისი სპონსორი Apple Music-ია.

„Halftime Show მუსიკისა და კულტურის ზეიმია და ძალიან ცოტა არტისტი განასახიერებს ამ გადაკვეთას უფრო იდეალურად და ავთენტურად, ვიდრე Bad Bunny,” – ამბობს Apple-ის წარმომადგენელი. „Apple Music-ში ჩვენ ადრეც გვქონდა მასთან მუშაობის პრივილეგია. მისი მეტეორული ზრდის ყურება, თუ როგორ იქცა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად, მართლაც შთამბეჭდავია. მისმა შემოქმედებამ არა მხოლოდ რეკორდები მოხსნა, არამედ ლათინური მუსიკა პოპკულტურის ცენტრში აიყვანა. ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვიქნებით NFL-ისა და Roc Nation-ის პარტნიორი ამ ისტორიულ შოუზე. ვიცით, რომ ეს დაუვიწყარი იქნება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mechanical Rainbow-მ კონცერტი დაანონსების გარეშე გამართა

შემდეგი სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო Emmy-s 77-ე დაჯილდოებაზე. 2025 წლის 14 სექტემბერი ლოს-ანჯელესი ფოტო: გილბერტ ფლორესი / Variety

სელენა გომესი და ბენი ბლანკო დაქორწინდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი