სელენა გომესი და ბენი ბლანკო დაქორწინდნენ

სელენა გომესმა ქორწილის ფოტოები 27 სექტემბერს გააზიარა. პოპვარსკვლავს სპეციალურად მისთვის შექმნილი Ralph Lauren-ის საქორწილო კაბა ეცვა.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო Emmy-s 77-ე დაჯილდოებაზე. 2025 წლის 14 სექტემბერი ლოს-ანჯელესი ფოტო: გილბერტ ფლორესი / Variety
სელენა გომესი და ბენი ბლანკო Emmy-s 77-ე დაჯილდოებაზე. 2025 წლის 14 სექტემბერი ლოს-ანჯელესი ფოტო: გილბერტ ფლორესი / Variety

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ქორწილი 27 სექტემბერს კალიფორნიაში გადაიხადეს. პოპვარსკვლავმა და მსახიობმა იმავე დღეს ინსტაგრამზე ქორწილის ფოტო-ვიდეო ალბომი გამოაქვეყნა, სადაც ავტორად ფოტოგრაფი პეტრა კოლინსი მონიშნა.

ფოტოებში მთავარი აქცენტი სელენა გომესსა და ბენი ბლანკოზეა, კადრებში  კი ასევე ჩანს ქორწილის დეტალებიც: სელენა გომესისთვის სპეციალურად შექმნილი Ralph Lauren-ის კაბა, საქორწილო თაიგული და შიდა სივრცის ატმოსფერო, სადაც ცერემონია გაიმართა.

ვიდეოში კი თბილი კადრებია ასახული, სადაც სელენა გომესი ბენი ბლანკოს ბაფთას უსწორებს და ერთმანეთს კოცნიან.

სელენა გომესმა ქორწილის დღის აღსანიშნად ინსტაგრამზე მარტივად დაწერა: „9.27.25.“ ბენი ბლანკომ კი პოსტს უპასუხა: „ჩემი მეუღლე რეალურ ცხოვრებაში“.

 სელენა გომესმა ქორწილამდე წვეულება კაბო სან ლუკასში, მექსიკაში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

წყვილმა მარტში ერთობლივი ალბომი I Said I Love You First გამოსცა, ნიშნობის შესახებ კი 2024 წლის დეკემბერში გამოაცხადეს.

სელენა გომესი და ბენი ბლანკო ერთმანეთს ქორწილამდე ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა მათი პროფესიული თანამშრომლობა უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო სიმღერით I Can’t Get Enough (Tainy-სა და J Balvin-თან ერთად). 2023-ში  კი სელენამ და ბენიმ სინგლ Single Soon-ზე ითანამშრომლეს.

ალბომმა I Said I Love You First ბილბორდის ალბომების ჩარტში პირველივე კვირაში მეორე ადგილი დაიკავა. მიუხედავად მეორე პოზიციისა, ეს სელენა გომესისთვის საუკეთესო მაჩვენებლი აღმოჩნდა.

ნახეთ სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს ქორწილის ფოტოები ინსტაგრამზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bad Bunny 2026 წლის Super Bowl Halftime Show-ს ჰედლაინერი იქნება

შემდეგი სტატია

დავით საყვარელიძე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრისთვის ახალ ხელმძღვანელს ეძებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი