დავით საყვარელიძე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრისთვის ახალ ხელმძღვანელს ეძებს

„პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენმა თეატრმა იპოვოს ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რადგან თეატრს სჭირდება ახალი ენერგია და დიდი ენთუზიაზმი. აგრეთვე მსურს, რომ საზოგადოებამ იხილოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თეატრის მართვის გადაბარება ცივილიზებულად – ყოველგვარი დაპირისპირებების გარეშე,” – წერს დავით საყვარელიძე.
დავით საყვარელიძე

„სოხუმის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ, პოზიციის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.  დავით საყვარელიძემ თავისი ახალი ინიციატივაც დაანონსა: მისი თქმით, იწყებს საერთაშორისო თეატრალურ პროექტს U.K. Georgia Theatre Platform, რომელიც ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პლატფორმა იქნება.

“ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო, კოლეგებო! მინდა გაგიზიაროთ ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავი. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას ყველა დაეთანხმება. 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ვტოვებ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორის პოსტს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენმა თეატრმა იპოვოს ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რადგან თეატრს სჭირდება ახალი ენერგია და დიდი ენთუზიაზმი. აგრეთვე მსურს, რომ საზოგადოებამ იხილოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თეატრის მართვის გადაბარება ცივილიზებულად – ყოველგვარი დაპირისპირებების გარეშე.

დიდი დროით ერთ ადგილზე მუშაობაც, რბილად რომ ვთქვა, მომხიბვლელად არ გამოიყურება. ახალ ხელმძღვანელს მხარში მთელი გულით ამოვუდგები და ყველანაირად დავეხმარები.

თან, მეც ახალი გამოწვევები მაქვს: ვარ რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი, სადაც რთული სამუშაო მელის. ასევე წინანდალში ახალი დარბაზი შენდება, რომლის მშენებლობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ვიღებ. მოგეხსენებათ, წინანდლის ფესტივალი რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. აგრეთვე წამოვიწყე ახალი საერთაშორისო თეატრალური პროექტი U.K. Georgia Theatre Platform, რომელიც საგანმანათლებლო კუთხით იქნება ახალგაზრდებისთვის საინტერესო,” – წერს დავით საყვარელიძე.

იხილეთ სრული პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო Emmy-s 77-ე დაჯილდოებაზე. 2025 წლის 14 სექტემბერი ლოს-ანჯელესი ფოტო: გილბერტ ფლორესი / Variety

სელენა გომესი და ბენი ბლანკო დაქორწინდნენ

შემდეგი სტატია

ნიკოლ კიდმანი და ქით ურბანი 19-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი