ნიკოლ კიდმანი და ქით ურბანი 19-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.
ნიკოლ კიდმანი და ქით ურბანი AFI Life Achievement Award Gala-ზე. 2024 წლის 27 აპრილი. ჰოლივუდი, კალიფორნია.
MATT WINKELMEYER/GETTY IMAGES

Billboard ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქით ურბანი და ნიკოლ კიდმანი 19-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. პირველად ეს ამბავი 29 სექტემბერს TMZ-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, მომღერალი და მსახიობი ზაფხულში ერთად უკვე აღარ ცხოვრობდნენ.

ურბანმა და კიდმანმა ურთიერთობა 2005 წელს დაიწყეს. 2006  წლის ივნისში ისინი ავსტრალიაში, სიდნეიში დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს – 17 წლის სანდეი როუზი და 14 წლის ფეით მარგარეტი. ნიკოლ კიდმანს ასევე ჰყავს ქალიშვილი იზაბელა და ვაჟი კონორი ყოფილი მეუღლის, ტომ კრუზისგან.

ივლისში ურბანი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად შეწყვიტა ინტერვიუ ერთ-ერთი კითხვის დროს, თუ რას გრძნობს, როცა ნიკოლ კიდმანს ფილმებში ინტიმურ სცენებში ხედავს.

წყვილი ბოლოს საჯაროდ ივნისში, FIFA-ს კლუბების მსოფლიო თასის მატჩზე გამოჩნდა. ერთ თვით ადრე კი ისინი ერთად დაესწრნენ Country Music Awards-ს.

„რაც მისგან ვისწავლე, არის ის, რომ უფრო უშიშარი ვიყო ჩემს საქმიანობაში და მივყვე შემოქმედებით ცნობისმოყვარეობას,“ – თქვა ურბანმა კიდმანზე საუბრისას 2020 წლის ინტერვიუში. „სწორედ ამან იქონია დიდი გავლენა ჩემს მუსიკაზე ბოლო ხუთ-ექვს წელში,” – აღნიშნა მან. 

2022 წელს კიდმანმა CBS Mornings-ს ქით ურბანის შესახებ უთხრა, რომ მისი გაცნობა საუკეთესო რამ იყო, რაც ცხოვრებაში დამართნია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დავით საყვარელიძე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრისთვის ახალ ხელმძღვანელს ეძებს

შემდეგი სტატია

თეთრი სახლი არიანა გრანდეს მიერ ტრამპის მისამართით გამოთქმულ კირიტიკას პასუხობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი