როზესთვის გრემის მოგებაზე ფიქრიც კი ემოციურია: „ეს ჯერ კიდევ ოცნებად რჩება”

Blackpink-ის მომღერალმა ბრუნო მარსთან შესრულებული ჰიტისთვის APT. დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
როზე
DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES FOR THE MET MUSEUM/VOGUE

როზეს მაღალი სტანდარტები აქვს, როცა საქმე მის მუსიკალურ კარიერას ეხება. მომღერალმა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ოცნება გრემის მოგებაა. 

ინტერვიუში Blackpink-ის წევრმა საკუთარი რეაქცია გააზიარა მისი და ბრუნო მარსის ჰიტის, APT.-ის გარშემო ატეხილ გრემის აჟიოტაჟზე. „ახლაც მბურძგლავს,” – უთხრა მან გამოცემას. „ეს ჩემთვის ჯერ კიდევ ოცნებად რჩება. ფანტასტიკის სფეროა – მომენტი, რომლითაც საკუთარ თავს ბევრ რამეს დავუმტკიცებ,” – ამბობს მომღერალი გრემის მოგებაზე.  

როგორც ჩანს, APT.-ის წარმატება – რომელიც Billboard Global 200-ში 12 კვირის განმავლობაში ლიდერობდა – მას გრემის ნომინანტობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად აქცევს ძირითად სასიმღერო კატეგორიებში. თუ როზე და მარსი წლის ჩანაწერის ან წლის სიმღერის ნომინაციებში დასახელდებიან , როზე ისტორიაში პირველი K-პოპ არტისტი გახდება, რომელიც გრემის დიდი ოთხეულის კატეგორიებში იქნება წარდგენილი.

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მას ეს შეუძლია, პირველ რიგში, ეს თავად როზეს მუსიკალური პარტნიორია. „Big Bad Rosie იმისთვისაა დაბადებული, რომ დიდი საქმეები აკეთოს,” – უთხრა ბრუნო მარსმა THR-ს. „ძალიან ვამაყობ მისით და მადლობელი ვარ, რომ იმ საუბრის ნაწილი ვიყავი, რომელმაც განაპირობა APT.-ის შექმნა და ახალი K-პოპ გიგანტის დაბადება, სახელად ბრუნო მარსი.”

APT. 2024 წლის ოქტომბერს გამოვიდა, როგორც მთავარი სინგლი როზეს სადებიუტო სოლო ალბომისა, სახელწოდებით Rosie. ალბომმა Billboard 200-ში მესამე ადგილი დაიკავა. 

სიმღერა და ალბომი Blackpink-ის ერთწლიანი პაუზის დროს გამოვიდა, როცა როზემ, ჯისუმ, ლისამ და ჯენიმ გადაწყვიტეს, ყურადღება სოლო კარიერისთვის დაეთმოთ. მას შემდეგ ისინი კვლავ გაერთიანდნენ მსოფლიო ტურნესთვის, რომელიც ხანმოკლე შესვენების შემდეგ, 18 ოქტომბერს, ტაივანში გაგრძელდება. 

სოლო კარიერაზე საუბრისას როზემ THR-ს უთხრა: „არც კი ვიცი, ვხვდებოდი თუ არა, რა მსურდა, მაგრამ ვიცოდი, რომ მინდოდა სამყარო, რომელშიც უკომპრომისო და ნამდვილი მე ვიქნებოდი.”

„იმ დროს 27 წლის გოგო ვიყავი და მინდოდა, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. იყო დღეები, როცა თავად მქონდა პრობლემები საკუთარ თავად ყოფნის, სოციალური მედიის სამყაროში ცხოვრებისა და სურვილის, ვყოფილიყავი მიღებული, საყვარელი და ყველასგან დაფასებული.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ინტერვიუ Bad Bunny-სთან: პუერტო რიკოელი არტისტი თავის იდენტობაზე, სამსახიობო გამოცდილებაზე, რეზიდენტ ტურსა და მუსიკალურ პროექტებზე

შემდეგი სტატია

შოთა ადამაშვილი © IndigoArt

ქართველი ქანთრის მომღერალი შოთა ადამაშვილი Texas Sounds International Country Music Awards ფესტივალზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი