ქართველი ქანთრის მომღერალი შოთა ადამაშვილი Texas Sounds International Country Music Awards ფესტივალზე წარდგება

„სულ სხვა განცდაა ამ მიწაზე ყოფნა, ამერიკული ქანთრის დაკვრა და შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება ავისრულე.”
შოთა ადამაშვილი © IndigoArt
შოთა ადამაშვილი © IndigoArt


2 ოქტომბერს  Texas Sounds International Country Music Awards ფესტივალზე,  ტეხასის შტატში, ქართველი მუსიკოსი შოთა ადამაშვილი წარდგება.

ქანთრი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე  14 ქვეყანა წარდგება. პირველად ისტორიაში მუსიკოსებს შორის ქართველი არტისტი შოთა ადამაშვილიც გამოვა. ფესტივალი საკონცერტო დარბაზ Memorial City Hall-ში გაიმართება.

„ეს არის საერთაშორისო ფესტივალი  Texas Sounds International Country Music Awards, რომელიც სამი დღის მანძილზე – 2, 3 და 4 ოქტომბერს იმართება. ამჯერად, როგორც მახსოვს, 14 ერია წარდგენილი, მათ შორის პირველად საქართველოც. თუ სწორად მახსოვს, ფესტივალი 2013 თუ 2014 წელს დაიწყო, თავიდან იყო პატარა ქალაქ ჯეფერსონში და ახლა მარშალში გადაიტანეს, რომელიც აღმოსავლეთ ტეხასში მდებარეობს. ფაქტობრივად აქ იკვრება ქანთრი მუსიკა, ქანთრის ქვეჟანრები და სხვადასხვა სტილი. ბევრი ბენდი ჩამოდის  ევროპიდან, ასევე ყოფილან აფრიკიდან და აზიიდანაც. ყველა გამომსვლელი უსასყიდლოდ უკრავს, თავად აფინანსებენ მგზავრობას და სასტუმროს, იმიტომ, რომ ეს არაკომერციული ორგანიზაციაა,  ბილეთებიდან შემოსული  თანხა კი სხვადასხვა მისიებს და აქტივობებს ხმარდება.  ჩემი გამოსვლა 2 ოქტომბერს, ამერიკის დროით  8 საათზეა დაგეგმილი. თითოეული არტისტი ოთხ სიმღერას ასრულებს და სხვადასხვა ნომინაციაც არსებობს:  წლის არტისტი, წლის საავტორო სიმღერა, წლის გიტარისტი და სხვები. გამარჯვების შანსიც არის გარკვეულ კატეგორიაში, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ამერიკაში  არასდროს ვყოფილვარ, ჩემი უდიდესი ოცნება იყო აქ ჩამოსვლა და, რა თქმა უნდა, ადგილობრივ პუბლიკასთან დაკვრა, რადგან მათთვის ქანთრი მუსიკა ძალიან მშობლიურია. ენობრივი ბარიერიც არ არსებობს და სულ სხვა განცდაა ამ მიწაზე ყოფნა, ამერიკული ქანთრის დაკვრა და შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება ავისრულე. ბენდს რაც შეეხება, ვისთანაც მე დავუკრავ, ეს არის მექსიკიდან ჩამოსული ჯგუფი, რომელიც ე.წ. ჰაუს ბენდად იმუშავებს იმ არტისტებისთვის, რომლებიც მარტო არიან ჩამოსული. ეს ბენდიც არაერთხელ მონაწილეობდა ამ ფესტივალში, ასე რომ,  ALAMO country იქნება სცენაზე ჩემი მხარდამჭერი“. – ამბობს  მუსიკოსი შოთა ადამაშვილი ,,ბილბორდთან”.

შოთა ადამაშვილი  © Philip Huddlestone Photography 

Texas Sounds International Country Music Awards (TSICMA) ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც მარშალში, ტეხასში ტარდება. სამდღიანი მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში აუდიტორიის წინაშე საერთაშორისო  მუსიკოსები წარდგებიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როზესთვის გრემის მოგებაზე ფიქრიც კი ემოციურია: „ეს ჯერ კიდევ ოცნებად რჩება”

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი – The Life of a Showgirl ოფიციალურად გამოიცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი
Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მიზნისკენ, მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ლიდერის გლობალურ ტურიზმში,” - აღნიშნავს ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალის ქვეყანაში შესვლის შესახებ.
მეტი
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის მესამე კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართება

ვოკალური მუსიკის საღამოზე - „ესპანური რიტმები” მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, ოპერის ორკესტრი და მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი წარდგებიან.
მეტი