11 ოქტომბერს Noble Savage ახალ სეზონს განსაკუთრებული მუსიკალური საღამოთი ხსნის

კლუბის სცენაზე წარდგება ჰამბურგელი დუეტი GOME, რომელიც მსმენელს თანამედროვე ჰაუსის ახლებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს.
GOME
Noble Savage

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Noble Savage ახალი ენერგიითა და განახლებული რიტმით ბრუნდება. 11 ოქტომბერს, სეზონის გახსნაზე, სცენაზე წარდგება ჰამბურგელი დუეტი GOME, რომელიც მსმენელს თანამედროვე ჰაუსის ახლებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს. საღამოს გამხსნელ აქტს ადგილობრივი არტისტი NaO შეასრულებს.

GOME-ის ჟღერადობა მოძრაობს კლასიკურ ჰაუსსა და ანდერგრაუნდ კულტურას შორის. მათი სეტები აერთიანებს ისეთ ჟანრობრივ ელემენტებს, როგორებიცაა ჰაუსი, ფანკი, სოული და დისკო. ბერგჰაინიდან რობერტ ჯონსონამდე, მექსიკიდან ბრაზილიამდე – GOME ქმნის მუსიკას, რომლის ყოველი ბიტი სიცოცხლითაა სავსე.

ახალი სეზონის გახსნას Noble Savage-ისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს – ეს კლუბის ისტორიის ახალი თავის დასაწყისია. აქ ყოველი შაბათი თავისუფლებისა და კავშირის სიმბოლოდ იქცევა. მსმენელს წინ ელოდება საგანგებოდ შერჩეული ლაინაფები, რომლებიც საერთაშორისო სახელებს ადგილობრივ მუსიკოსებთან გააერთიანებს.

Noble Savage რჩება ერთგული თავისი კონცეფციისა – შექმნას სივრცე, რომელიც ეძღვნება ემოციას, შემოქმედებით თავისუფლებას და კლუბურ კულტურას.

ბილეთების საყიდლად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Doja Cat-მა SNL-ში ქართული ბრენდის – KEBURIA-ს სამოსი მოირგო და ახალი ალბომი წარადგინა

შემდეგი სტატია

LOUDspeakers კონცერტს სტრასბურგში გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი