Doja Cat-მა SNL-ში ქართული ბრენდის – KEBURIA-ს სამოსი მოირგო და ახალი ალბომი წარადგინა

KEBURIA-ს დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გიორგი ქებურიამ კოლექცია 2024 წელს წარადგინა.
Doja Cat და Bad Bunny SNL-ის ახალ ეპიზოდში. 2025 წლის 4 ოქტომბერი.
Saturday Night Live

4 ოქტომბერს Saturday Night Live-ში Doja Cat-ის მუსიკალური დებიუტი შედგა. ვარსკვლავი ეპიზოდის მოწვეულ წამყვანთან, Bad Bunny-სთან ერთად გამოჩნდა. ეთერის დროს Doja Cat-ს ქართული მოდის სახლის, KEBURIA-ს სამოსი ეცვა. მან 2025 წლის ე.წ. რეზორტის კოლექციის ერთ-ერთი მოდელი მოირგო.

KEBURIA-ს დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გიორგი ქებურიამ კოლექცია 2024 წელს წარადგინა. კოსტიუმების დიზაინი ფერადოვნებით, სკულპტურული და ექსპერიმენტული ფორმებით გამოირჩევა. „მინდოდა, რომ კოლექცია რაც შეიძლება ფერადი, მხიარული და ამავდროულად სამხედრო სტილით შთაგონებული ყოფილიყო. ვიქტორიანული ელემენტების ჩართვით კი მსურდა, KEBURIA-ს თვალით დანახულ ქალს მეტი შინაგანი სიმტკიცე ჰქონოდა,“ – აღნიშნავს დიზაინერი Hypebae-სთან 2024 წლის ინტერვიუში.

ქებურიას დიზაინით შექმნილ ორეულში გამოწყობილმა Doja Cat-მა SNL-ის სცენაზე წარადგინა ორი ტრეკი თავისი ახალი, მეხუთე ალბომიდან – Vie, რომელიც Billboard 200-ზე მეოთხე ადგილს იკავებს.

Vie 15-სიმღერიანი ალბომია. ტრეკებს შორის არის კოლაბორაცია SZA-თან. ალბომში ასევე შედის სინგლი Jealous Type, რომელიც Doja-მ 2025 წლის VMAs-ზე Kenny G-სთან ერთად შეასრულა. ალბომის გამოშვებიდან მალევე Doja Cat იწყებს Ma Vie World Tour-ს, რაც მსმენელს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ახლოს გაეცნოს არტისტის ახალ ნამუშევრებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქანთრი მომღერალი შოთა ადამაშვილიTexas Sounds International Country Music Awards-ის ისტორიაში პირველი ქართველი გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

11 ოქტომბერს Noble Savage ახალ სეზონს განსაკუთრებული მუსიკალური საღამოთი ხსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი