ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ფილმ Kiss of the Spider Woman-ის პრემიერას დაესწრნენ

ლოპესი ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ბენ აფლეკისა და მეტ დეიმონის კომპანია – Artists Equity კი პროდიუსერთა შორისაა. წითელ ხალიჩაზე ინტერვიუს დროს ბენ აფლეკმა აღნიშნა, რომ ლოპესი ამ მთავარი როლის შესასრულებლად დაიბადა.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი Kiss of the Spider Woman-ის პრემიერაზე. 2025 წლის 6 ოქტომბერი, ნიუ-იორკი.

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა მონაწილეობა მიიღეს მიუზიკლის – Kiss of the Spider Woman-ის შექმნაში. ყოფილი ცოლ-ქმარი 6 ოქტომბერს ნიუ-იორკში ფილმის პრემიერას ერთად დაესწრო. ეს ვარსკვლავების პირველი საჯარო შეხვედრაა მას შემდეგ, რაც 2025 წლის იანვარში განქორწინების პროცესი ოფიციალურად დასრულეს.

ლოპესი ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ბენ აფლეკისა და მეტ დეიმონის კომპანია – Artists Equity კი პროდიუსერთა შორისაა. ფილმი ეფუძნება არგენტინელი მწერლის, მანუელ პუიგის 1976 წლის ამავე სახელწოდების რომანს, რომლის შთაგონებით 1985 წელს ფილმიც გადაიღეს და 1993 წელს ბროდვეის მიუზიკლი დადგეს.

წითელ ხალიჩაზე გამოცემა Extra-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფლეკმა განმარტა, თუ რატომ ჩაერთო მისი კომპანია Artists Equity ფილმის წარმოებაში და რატომ მიიჩნევს, რომ ლოპესი ამ როლის შესასრულებლად დაიბადა.

„ის უბრალოდ საოცარია ამ ფილმში. ვეღარ ვითმენ, როდის ნახავს მაყურებელი. ამ ნამუშევრით ძალიან ამაყი ვარ,” – აღნიშნა აფლეკმა. 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ყოფილი მეუღლის შრომისმოყვარეობაზე: „თავიდანვე, როცა ჯენიფერი პროექტში ჩაერთო, კარგად ჩანდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ამ როლისთვის და ზუსტად ასეც მოხდა. უზარმაზარი შრომა ჩადო. ამ ფილმში კარგად ჩანს მისი მრავალმხრივი ნიჭი.“

რაც შეეხება ოსკარის ნომინაციებთან დაკავშირებულ ხმაურს, რომელიც სანდენსის ფესტივალზე ფილმის პრემიერის შემდეგ გავრცელდა, ბენ აფლეკი ამბობს, რომ მისთვის ჯილდოები წარმატების საზომი არ არის: „მირჩევნია, საკუთარი სტანდარტი მქონდეს იმისთვის, რომ შევაფასო, რა მომწონს და რა მიმაჩნია შესანიშნავად. ამ ფილმით უზომოდ ვამაყობ. ყოველთვის ასე იქნება. მიყვარს ეს ფილმი.“

მიუზიკლში – Kiss of the Spider Woman – ასევე მონაწილეობენ დიეგო ლუნა და ტონატიუ, ხოლო რეჟისორი მიუზიკლების ჟანრის გამოცდილი ავტორი ბილ კონდონია, რომლის სახელი დაკავშირებულია ისეთ ცნობილ ნამუშევრებთან, როგორებიც არის Chicago და Dreamgirls. ფილმი Kiss of the Spider Woman კინოთეატრებში  პარასკევს გამოვა.

იხილეთ ბენ აფლეკის ინტერვიუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

LOUDspeakers კონცერტს სტრასბურგში გამართავს

შემდეგი სტატია

JISOO 'EYESCLOSED' teaser YG

BLACKPINK-ის წევრმა JISOO-მ  ზეინ მალიკთან დუეტი  დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი