თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

„ჩვენი შენობა იხურება – მაგრამ კონცეფცია არ კვდება: გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას“ -„თბილი ორგიას” კოლექტივი.
ფოტო: tbili____orgia-ს ინსტაგრამიდან

თბილისის ალტერნატიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცე –  „თბილი ორგია“ ოთხწლიანი არსებობის შემდეგ დოდო აბაშიძის 17 ნომერში მდებარე შენობას ტოვებს, თუმცა იდეა, რომლის გარშემოც ეს კოლექტივი დაფუძნდა, კვლავ იარსებებს. „თბილი ორგიას” კოლექტივის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს დასასრული არ არის, რადგან ახალ ფორმატში, ციფრულ და მუსიკალურ პლატფორმებზე გადაინაცვლებენ.

,,ბილბორდ საქართველო” უცვლელად გთავაზობთ „თბილი ორგიას” კოლექტივის ოფიციალურ განცხადებას:

,,ძვირფასო მკითხველებო, მსმენელებო, მეგობრებო, მონაწილეებო იმ გამოცდილებისა, რომელსაც “თბილი ორგია” ჰქვია.

„თბილი ორგია”, როგორც თავისუფალი, მრავალფეროვანი შემოქმედებითი კომუნა, სივრცე, რომელიც ბოლო ოთხი წელი თბილისისთვის იყო არა უბრალოდ კლუბი, არამედ კულტურის, ექსპერიმენტებისა და ახალი ხმის არეალი, 31 დეკემბრის შემდეგ ცხოვრების ერთ დიდ ნაწილს ასრულებს და ტოვებს შენობას დოდო აბაშიძის N 17-ში.

„თბილი ორგია”-ს მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ ერთ ადგილას გაჩერება – ამ სახელს უკან მოსდევს იდეა, რომელიც ცდილობს იკვლიოს, შეიცნოს, გაავრცელოს ის, რაც დამალულია, რაც უცხოა – დაუმუშავებელი, მაგრამ სიცოცხლით სავსე.

„თბილი ორგია”  მოიცავს თბილისის და ზოგადად ქართულ მუსიკალურ და სახელოვნებო კვლევას: დავიწყებული, ძველი ტალანტების გახსენებას და ახლის დაბადებასა თუ პოვნას. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს იყო ჩვენი თავშესაფარი, ადგილი, რომელიც ცდილობდა, სრულიად განსხვავებული, არაკონვენციური კლუბური სტანდარტები ეპოვა – მაქსიმალურად თავისუფალი სცენა თავისუფლების ახალი იდეებისა და ფორმის შესაქმნელად.

ეს პერიოდი “თბილი ორგია” იყო მრავალმხრივი მიმართულების საპრეზენტაციო მოედანი: გამოფენები, სპექტაკლები, მარკეტები, პოპმომღერლების თუ ექსპერიმენტების მოყვარულთა პლატფორმა, შესავალი ტრეპ მუსიკის საკლუბო ფორმატში განსახორციელებლად. კლუბის სივრცე იყო ქვიარ საზოგადოების სხეული, სადაც უამრავმა დრეგ-არტისტმა და დიზაინერმა აჩვენა საკუთარი ნამუშევრები.

ბოლოდროინდელი სამოქალაქო, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები საქართველოში მნიშნველოვნად ართულებს დამოუკიდებელი ხელოვნების სივრცეების არსებობას. მრავალი კლუბი თუ სახელოვნებო პროექტი განიცდის შემოსავლების დანაკარგებს, თანამშრომლების დანაკლისს და სახელმწიფოს/კორპორაციების ნეგატიურ გავლენას, სადაც ადმინისტრაციული რეგულაციები, ტერიტორიული საკუთრება და რეგრესი ურბანულ განვითარებაში ხშირად საკვანძო პრობლემად იქცევა ხოლმე.

კლუბები და სახელოვნებო სივრცეები ხშირად გამხდარან პროტესტების საწყისი ადგილები და მათი ფუნქციონირება გარკვეულწილად დამოკიდებულია არამხოლოდ კულტურაზე, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების პოლიტიკურ მზაობაზეც. “თბილი ორგია” კლასიკური კლუბის ფორმატში ვერ აიცილებდა კაპიტალისტური წყობით განპირობებულ გამოწვევას – ეს არასდროს ყოფილა ეკონომიკურად მდგრადი, ფინანსურ მოგებაზე გათვლილი მოდელი.

მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენი გუნდი მადლიერია შენობის გამოყენების შესაძლებლობისთვის. ჩვენ შევძელით უამრავი მიზნის მიღწევა და დასახული შემოქმედებითი ამოცანების განხორციელება.

ჩვენს სივრცეში დარჩენილია რამდენიმე ბოლო წვეულება, შესაძლებლობა, ერთად გავიხსენოთ ის ენერგია, რაც აქ გულშემატკივრებთან და მეგობრებთან ერთად ერთობლივ გამოცდილებას შეაჯამებს.

დაგეგმილია ღონისძიებები: “თბილი ორგიას”  ლეიბლისთვის მიძღვნილი საღამო (ახალი რელიზის პრეზენტაცია), ჰელოუინის წვეულება, ვიზუალური ხელოვნების და ექსპერიმენტული მუსიკის ინტერაქცია და საბოლოო – ახალი წლის გამოსამშვიდობებელი ღამე.

ჩვენი შენობა იხურება – მაგრამ კონცეფცია არ კვდება:

გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება, როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას. გაკეთდება საიტი, სადაც “თბილი ორგია”  გადავა ციფრულ მატრიცაში. ყველა წლის ჩანაწერები: აუდიო, ფოტო თუ ვიდეო არქივი დარჩება მომავალ თაობას, მაგრამ ვიაზრებთ, რომ იდეა, რომელსაც ვემსახურებით, ვერ გაჩერდება ნებისმიერ ერთ ადგილას. ეს არის იდეა, რომელმაც უნდა აშენოს ინოვაციური მომავალი და ჩვენ ვიქნებით ყველგან: მიწის ქვეშ, არქივებში, ონლაინ, მუსიკაში, ტექსტებში – თქვენს მახსოვრობაში. მომავალ შეხვედრამდე.” – კოლექტივი “თბილი ორგია”.

„თბილი ორგია“ ჩამოყალიბების პირველივე საფეხურიდან არ ტოვებდა სტანდარტული კლუბის შთაბეჭდილებას, ეს იყო პლატფორმა, სადაც ახალი, ინოვაციური კულუტურული ენები ყალიბდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივი ძველ სივრცეში აღარ იარსებებს, ახალ რეალობაში კვლავ გააგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას, რაც ქალაქის ანდერგრაუნდ კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიორკი ისრაელის არმიის მიერ დაკავებული მეგობრის გათავისუფლებას ითხოვს

შემდეგი სტატია

დავარქმევდით თუ არა ბიორკს პოპვარსკვლავს 1995 წელს?

შეიძლება დაგაინტერესოთ

TINDRA - საჭე

Tindra-ს შინაგანი მუსიკის ხმა სიმღერაში „საჭე”

„ამ ლექსსა და მუსიკაში ჩემი დაკომკიდებულებაა ასახული, რომელიც დამალვის სურვილთან, ფარ-ხმალის დაყრასთან, მაგრამ შემდეგ ისევ გზის გაგრძელების პროცესთან ასოცირდება.”
მეტი

გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვა მუსიკოსები ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ

ახალ ამბავს სიხარულით შეხვდნენ ასევე ლორდი, Clairo და სხვები.
მეტი
Mikano - Sxvisi Yopila

Mikano – ახალი სახე ქართულ მუსიკალურ სივრცეში და წარმატებული დებიუტი სიმღერით, „სხვისი ყოფილა“

"მე და ბატა არმაზში მივდიოდით და Chicago-ს ვუსმენდით, საცობში რომ შევჩერდით, გვერდით მანქანაში ჰარდკორ-ტექნო  ისმოდა, მეორე მხარეს, სამარშრუტო მანქანაში კი ხალხური მუსიკა. მაშინ მომივიდა აზრი, რომ  საინტერესო იქნებოდა მსგავსი მუსიკალური კლიპის გადაღება"
მეტი

ნახეთ ნიკ კეივის The Death of Bunny Munro-ს ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეტ სმითი ასრულებს

ვიდეოს საუნდტრეკად გასდევს ჯარვის კოკერის Black Magic-ისა და ნიკ კეივის Bright Horses-ის ნაწყვეტები.
მეტი

RADIOHEAD-ის დაბრუნება: იხილეთ სიმღერები, რომლებიც ბენდმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართულ შოუზე შეასრულა

RADIOHEAD-ის 20-დღიანი ტურის პირველი კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენდი სცენაზე სრული შემადგენლობით გამოვიდა.
მეტი