ნახეთ 2025 წლის მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოების გამარჯვებულთა სია

ერთ-ერთი გამარჯვებული Severance-ის კომპოზიტორი თეოდორ შაპიროა, რომელმაც გასულ თვეს იმავე ნამუშევრისთვის „პრაიმტაიმ ემის” ჯილდო დაიმსახურა.
ადამ სკოტი და ბრიტ ლოუერი – Severance
JON PACK

„პრაიმტაიმ ემის” ჯილდოს მოგებიდან ერთი თვის შემდეგ თეოდორ შაპირომ კიდევ ერთხელ დაიმსახურა აღიარება Severance-ისთვის შექმნილი მუსიკისთვის. ამჯერად მას 2025 წლის მსოფლიო საუნდტრეკის ჯილდო გადაეცა. დაჯილდოება 15 ოქტომბერს ბელგიის ყველაზე დიდ, გენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

შაპირომ უკან ჩამოიტოვა კონკურენტები, რომელთა შორისაც იყო ვოკლერ ბერტელმანი, რომელიც ნომინირებული იყო ფილმებისთვის The Day of the Jackal, Dune: Prophecy და The Count of Monte Cristo. თუმცა ბერტელმანმა საბოლოოდ საუკეთესო კინოკომპოზიტორის ტიტული მოიპოვა ფილმებისთვის Conclave და The Amateur.

კომპოზიტორი დენიელ ბლუმბერგი, რომელმაც მარტში ოსკარი დაიმსახურა საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში ფილმისთვის The Brutalist, ამჯერად საუკეთესო კომპოზიტორის წოდებისთვის ბრძოლაში ბერტელმანთან დამარცხდა, თუმცა გაიმარჯვა წლის აღმოჩენის კატეგორიაში.

საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის ჯილდო El Mal-ს გადაეცა ჟაკ ოდიარის მიუზიკლისთვის Emilia Pérez. სიმღერამ ამავე კატეგორიაში ოსკარიც დაიმსახურა. მისი ავტორები არიან კლემან დუკოლი და კამილ და ჟაკ ოდიარები. სიმღერას ფილმში ზოი სალდანა და კარლა სოფია გასკონი ასრულებენ.

ნახეთ 2025 წლის მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოების ნომინაციები და გამარჯვებულები:

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა: 

Beautiful That Way – ფილმიდან The Last Showgirl
გამარჯვებული: El Mal ფილმიდან Emilia Pérez
I Lied to You – ფილმიდან Sinners
Never Too Late -– ფილმიდან Elton John: Never Too Late
Winter Coat – ფილმიდან Blitz 

წლის კინოკომპოზიტორი: 

გამარჯვებული: ვოლკერ ბერტელმანი – Conclave; The Amateur
დენიელ ბლუმბერგი – The Brutalist
კრის ბოუერსი – The Wild Robot
კლემან და კამილ დუკოლები – Emilia Pérez
ალბერტო იგლესიასი – The Room Next Door
ჯონ პოუელი – How to Train Your Dragon

წლის სატელევიზიო კომპოზიტორი: 

ვოკლერ ბერტელმანი – The Day of the Jackal; Dune: Prophecy; The Count of Monte Cristo
დევიდ ფლემინგი, გუსტავო სანტაოლაია – The Last of Us (Season 2)
არიელ მარქსი – Dying for Sex
ბეარ მაკრეარი – The Lord of the Rings: The Rings of Power (Season 2)
მარტინ ფიპსი – Black Doves
გამარჯვებული: თეოდორ შაპირო – Severance (Season 2)

წლის აღმოჩენა:

გამარჯვებული: დენიელ ბლუმბერგი – The Brutalist
რობინ კაროლანი – Nosferatu
ჯანგ ჯაე-ლი – Mickey 17
დეივ მეტზგერი – Mufasa: The Lion King
ჰანია რანი – Sentimental Value

მაყურებელთა რჩეული:

Buio come il cuore (Dark is the Heart) – დევიდ ჩერკეტი
გამარჯვებული: Hola Frida – ლეტიცია პანსანელ-გარიკი
Ni chaînes ni maîtres – ამინ ბუჰაფა
Reagan – ჯონ კოდა
The Lord of the Rings: The War of the Rohirrim – სტეფან გალაგერი

წლის ბელგიელი კომპოზიტორი: 

ვენსან კეი – Maldoror
გამარჯვებული: რუბენ დე გეზელი – Young Hearts; There was, There was not
ფრედერიც ვერშევალი – Largo Winch: Le prix de l’argent

ახალგაზრდა კომპოზიტორის საუკეთესო ორიგინალური კომპოზიცია:

ნევილ ბარუჩა
თეო კასკიო
გამარჯვებული: ბონგსეობ კიმი WINNER: 

Lifetime Achievement Award:

ფილიპ გლასი
მაიკლ ნაიმენი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიმ კარდაშიანის თქმით, მენტალური კრიზისის დროს კანიე უესტი მათ ლამბორგინებს სხვებს ჩუქნიდა

შემდეგი სტატია

სანდრო სიდამონიძე - ჩელისტი / Andrej Grilc Photography

მუსიკოსი სანდრო სიდამონიძე კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ჩელოს კონცერტს ნიუ-იორკის Kaufman Center-ის ლეგენდარულ Merkin Hall-ში შეასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი