კიმ კარდაშიანის თქმით, მენტალური კრიზისის დროს კანიე უესტი მათ ლამბორგინებს სხვებს ჩუქნიდა

ვარსკვლავმა ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, როცა ყოფილი ქმარი პიტ დევიდსონს დასცინოდა, მაშინ, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

კანიე უესტთან განქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანი პირველად საუბრობს ღიად იმ სირთულეებზე, რაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთან ქორწინებას ახლდა.

პოდკასტ Call Her Daddy-ს 15 ოქტომბრის ეპიზოდში სტუმრობისას Skims-ის დამფუძნებელმა დაწვრილებით ისაუბრა კანიე უესტთან ურთიერთობის დეტალებზე. ქორწინების განმავლობაში და მას შემდეგაც კანიე უესტი ხშირად ავლენდა არასტაბილურ ქცევას,  დაწყებული ანტისემიტური განცხადებებით X-ზე თუ ინტერვიუებში, დამთავრებული ყოფილი მეუღლისადმი ბრალდებებით, თითქოს ის მათი შვილების „გატაცებას“ ცდილობდა.

„ვფიქრობ, როცა ვიღაცას პირველი მენტალური კრიზისი აქვს, გსურს, მხარი დაუჭირო, დაეხმარო გზის პოვნაში, მაგრამ თუ ადამიანი არ არის მზად ამ ცვლილებებისთვის, რომელიც, ჩემი აზრით, მისთვის სასარგებლო და ჯანსაღი იქნებოდა, ურთიერთობა შეიძლება ტოქსიკურადაც იქცეს.“ – უთხრა კარდაშიანმა წამყვან ალექს კუპერს და იქვე დასძინა:

„როცა შვილები გყავს, წასვლა კიდევ უფრო რთულია, ეს ყველას ცხოვრებას ცვლის სამუდამოდ. როცა მიხვდები, რომ არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, უნდა მიიღო სერიოზული გადაწყვეტილება, როგორ გააგრძელო ცხოვრება. ეს ძალიან მძიმე რეალობაა, რომლის მიღებაც ადვილი არ არის.“

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ, მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ნორთი, სეინთი, ჩიკაგო და ფსალმი.   2016 წელს კანიე იძულებით მოათავსეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც უძილობისა და გაუწყლოების შედეგად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო.

თუმცა, სანამ წყვილი ჯერ კიდევ ქორწინებაში იყო, კიმ კარდაშიანის თქმით, ხშირად გრძნობდა თავს დაუცველად:  „ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი უსაფრთხოდ. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად და ფინანსურადაც,“  – აღნიშნა კარდაშიანმა.

„დაახლოებით ხუთი ლამბორგინი გვყავდა, ერთ-ერთი კრიზისის დროს, მახსოვს, სახლში როცა დავბრუნდი, მანქანები აღარ დამხვდა. როცა ვიკითხე, სად იყო მანქანები, ან ჩემი ახლად შეძენილი მანქანა სად გაქრა, მან მიპასუხა, რომ მეგობარს აჩუქა.” – გაიხსენა პოდკასტ Call Her Daddy-ში კიმ კარდაშიანმა. 

დაშორების შემდეგ, კარდაშიანი პიტ დევიდსონს ხვდებოდა, რომელსაც კანიე უესტმა რამდენჯერმე ონლაინ სივრცეში საჯაროდ დასცინა. ერთ მომენტში რეპერმა მუსიკალური ვიდეო გამოსცა, სადაც ანიმაციაში ჩანს, თუ როგორ მარხავს Saturday Night Live-ის ყოფილი მსახიობის, პიტ დევიდსონის თავს.

„ამ ყველაფერზე ძალიან მწყდებოდა გული, ეს არ იყო პიტის მიმართ სამართლიანი მოქცევა, განვიცდიდი და ზუსტად ვხვდებოდი, რას გრძნობდა ის, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის შემდეგ ყველასთან დისტანცია დავიჭირე. არ მინდა, ვინმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს. ზოგჯერ მარტივია, უბრალოდ შორს დაიჭირო თავი, თუმცა ასე ცხოვრება თითქმის შეუძლებელია.” – აღნიშნა კიმ კარდაშიანმა.  

კიმის თქმით, დღესდღეობით მთელი ყურადღება შვილების აღზრდაზე აქვს გადატანილი და იმედს იტოვებს, რომ ოდესმე შეძლებს კანიე უესტთან ჯანმრთელი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. თუმცა, მისივე თქმით, უკანასკნელი რამდენიმე თვეა, მის ოჯახს რეპერთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო განქორწინება, კარდაშიანი დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა, რათა უკეთესი დედა ვყოფილიყავი. ვფიქრობ, როცა ბავშვები გაიზრდებიან, შეძლებენ ამის გაგებას.“ – თქვა კიმმა პოდკასტში.

აღსანიშნავია, რომ Billboard-მა კომენტარისთვის კანიე უესტის წარმომადგენელთანაც  სცადა დაკავშირება.

პოდკასტ Call Her Daddy-ს სრული ეპიზოდის სანახავად იხილეთ ბმული:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუზე მუსიკალური პერფორმანსით K-pop ჯგუფი TWICE წარდგა

შემდეგი სტატია

ნახეთ 2025 წლის მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოების გამარჯვებულთა სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი