მუსიკოსი სანდრო სიდამონიძე კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ჩელოს კონცერტს ნიუ-იორკის Kaufman Center-ის ლეგენდარულ Merkin Hall-ში შეასრულებს

18 ნოემბერს ნიუ-იორკში ქართული კლასიკური მუსიკა საერთაშორისო სცენაზე გაჟღერდება, სადაც ქართველი ჩელისტი ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს პირველად შეასრულებს.
სანდრო სიდამონიძე - ჩელისტი / Andrej Grilc Photography
სანდრო სიდამონიძე – ჩელისტი / Andrej Grilc Photography

2025 წლის 18 ნოემბერს ამერიკაში ქართული კლასიკური მუსიკისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძება გაიმართება.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში, Kaufman Center-ის Merkin Hall-ში, ქართველი ჩელისტი სანდრო სიდამონიძე ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის ჩელოს კონცერტის პრემიერით წარდგება.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება Orchestra For People, რომელსაც მაესტრო ჰანსოლ კიმი უდირიჟორებს. გაჟღერდება მოცარტისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები. 

 სანდრო სიდამონიძე – ჩელისტი:

„მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო,  პროცესში ნამდვილად შევიყვარე ეს კონცერტი. ბედნიერება და დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მას მერკინ ჰოლის სცენაზე ვაჟღერებ. ეს არის დიდი ნაბიჯი ქართული მუსიკისთვის ამერიკაში. ვაჟა აზარაშვილის მუსიკა ძალიან ქართული, ლირიკული და გულწრფელია. მის კონცერტს ნიუ-იორკში პირველად ვასრულებ. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს კულტურის წარდგენა ამ მასშტაბის სცენაზე.”

აღსანიშნავია, რომ Merkin Hall ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში აღიარებულ შემსრულებლებსა და ორკესტრებს მასპინძლობს. ახლა კი ამ ისტორიას ქართული მუსიკაც შეემატება – ჟღერადობა, რომელიც ტრადიციასა და ეროვნულ სულისკვეთებას ერთ ემოციად გარდაქმნის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ 2025 წლის მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოების გამარჯვებულთა სია

შემდეგი სტატია

Tame Impala Julian Klincewicz

Tame Impala-მ ახალი ალბომი Deadbeat გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი