Tame Impala-მ ახალი ალბომი Deadbeat გამოსცა

Deadbeat – Tame Impala-სთვის პირველი ალბომია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
Tame Impala Julian Klincewicz
Tame Impala Julian Klincewicz

Tame Impala მეხუთე და უახლესი სრულმეტრაჟიანი სტუდიური ალბომით, Deadbeat-ით დაბრუნდა.

ალბომი ოფიციალურად 17 ოქტომბრის ღამეს გამოვიდა, რომელიც ავსტრალიელი პროდიუსერის, კევინ პარკერისთვის (Tame Impala) პირველი ნამუშევარია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ალბომი Sony Music-ის მეშვეობით პირველად გამოდის, მას შემდეგ, რაც არტისტმა ხელშეკრულება Columbia Records-თან გააფორმა.

ალბომი კევინ პარკერის მშობლიური დასავლეთ ავსტრალიის რეივ-კულტურის ატმოსფეროთია შთაგონებული, ეს განწყობა კი შესანიშნავად არის გადმოცემული ალბომში შესული სინგლით End of Summer.

კევინ პარკერი მომავალ წელს ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ტურნეს გეგმავს, რომელიც 4 აპრილს პორტუგალიის Super Bock Arena-ზე დაიწყება და 13 მაისს დუბლინში, 3Arena-ზე დასრულდება.

მანამდე კი არტისტი ტურნეს გამართავს ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც პირველი კონცერტი 27 ოქტომბერს, ბრუკლინში, Barclays Center-ში გაიმართება.

ალბომი Deadbeat გამოვიდა ხუთი წლის თავზე The Slow Rush-ის (2020) გამოცემიდან, რომელმაც ავსტრალიის ARIA ჩარტში N1 ადგილი დაიკავა და უმაღლეს პოზიციას მიაღწია Billboard 200-ზე, ასევე ბრიტანეთის ოფიციალური ალბომების ჩარტში N3 ადგილს იკავებდა. Tame Impala-ს  2015 წლის ალბომი Currents ავსტრალიაში პირველი ადგილზე იყო, ხოლო აშშ-სა და ბრიტანეთში საუკეთესო ხუთეულში შევიდა. Brit Award-ზე კი Tame Impala-მ საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფის ნომინაცია მიიღო.

წელს კევინ პარკერმა ხუთი ნომინაციის შემდეგ პირველად მიიღო გრემი საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერისთვის, სიმღერით – Neverender, რომელსაც ფრანგ დუეტ Justice-თან ერთად ასრულებს.

Deadbeat-ში შესულია უკვე გამოცემული ტრეკები Loser და Dracula.

მოუსმინეთ სრულად Tame Impala-ს ახალ ალბომს – Deadbeat:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სანდრო სიდამონიძე - ჩელისტი / Andrej Grilc Photography

მუსიკოსი სანდრო სიდამონიძე კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ჩელოს კონცერტს ნიუ-იორკის Kaufman Center-ის ლეგენდარულ Merkin Hall-ში შეასრულებს

შემდეგი სტატია

Jet Fuel – მაქსიმე მაჩაიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი