სინდი ლოპერის თქმით, როცა გრეისი აბრამსის ეს სიმღერა პირველად მოისმინა, ატირდა

“მომწონს ის რიტმი, რასაც შენს სიმღერებში ქმნი, ეს სწრაფი ტექსტები საოცრად ეფექტურია.“ – უთხრა სინდი ლოპერმა გრეისი აბრამსს.
სინდი ლოპერი 2025 წლის 11 თებერვალი OKPAKO/WIREIMAGE
სინდი ლოპერი 2025 წლის 11 თებერვალი OKPAKO/WIREIMAGE

მომღერლები სინდი ლოპერი და გრეისი აბრამსი ერთმანეთს ჟურნალ Rolling Stone-ის რუბრიკაში, Musicians on Musicians-ში შეხვდნენ, მათი საუბარი კი გამოცემამ 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა. შეხვედრისას ორივემ შეაქო  ერთმანეთი: სინდი ლოპერმა კი გაიხსენა, რომ გრეისი აბრამსის ერთ-ერთმა სიმღერამ მასზე ისე იმოქმედა, რომ ატირდა კიდეც.

„როცა I Know It Won’t Work-ს ვუსმენდი, ცრემლები წამსკდა,“ – თქვა 80-იანების პოპ ლეგენდამ.

„რა? ასე ნუ მეუბნებით… ვერ ვიჯერებ, რომ საერთოდ უსმენდით ჩემს მუსიკას!“  – მიუგო გრეისი აბრამსმა 

„ყველაფერს მოვუსმინე,“ – თქვა სიცილით ლოპერმა.

სინამდვილეში, აღტაცება ორმხრივი იყო, გრეისი აბრამსმა გულწრფელად აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ლოპერის მუსიკით იზრდებოდა და განსაკუთრებით აინტერესებდა ის ფაქტი, როცა მომღერალმა კარიერის დასაწყისშივე საკუთარ თავზე აიღო შემოქმედებით პროცესზე სრული კონტროლი.

“უზომოდ მადლიერი ვარ, როგორც ახალგაზრდა ადამიანი, დღეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ როცა თქვენი შემოქმედებით ვიზრდებოდი, ყველაფერი მიყვარდა, მე მას მანამდე ვაღმერთებდი, სანამ გავიგებდი მის მნიშვნელობას. იცით, რას ვგულისხმობ? რაც უფრო იზრდები და ქალად ყალიბდები, მით უკეთ ხვდები, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გზას.“  – უთხრა გრეისი აბრამსმა სინდი ლოპერს. 

I Know It Won’t Work გრეისი აბრამსის სადებიუტო ალბომ Good Riddance-შია შესული, ეს კი ერთ-ერთია იმ მრავალი სიმღერიდან, რომლებსაც სინდი ლოპერი განსაკუთრებით აფასებს: „მომწონს ის რიტმი რასაც შენს სიმღერებში ქმნი, ეს სწრაფი ტექსტები საოცრად ეფექტურია.“ – უთხრა ლოპერმა აბრამსს.

მათი საუბარი სწორედ იმ დროს გაიმართა, როცა აბრამსმა მეორე ალბომის The Secret of Us ტურნე  დაასრულა. ალბომი Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა. ახლა კი მუსიკოსი  სტუდიაში ახალ პროექტზე მუშაობს.

„ალბომის ციკლი დასრულდა, ახალი კი ჯერ არ არის შექმნილი, ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა მინდა ვთქვა.“- თქვა აბრამსმა. 

თუმცა სინდი ლოპერმა თავისი გამოცდილებიდან აღნიშნა, რომ შთაგონება აუცილებლად მოვა:

„წინ მთელი ცხოვრებაა, შენი გზა ახლა იწყება. შესანიშნავი იქნება. შენ შეძლებ. შენ დაწერ საკუთარ ისტორიას.“ – უთხრა მან აბრამსს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Ty Dolla $ign Gabe Shaddow

Ty Dolla $ign-მა  მეოთხე სტუდიური ალბომი Tycoon გამოუშვა

შემდეგი სტატია

Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი